ილია დარჩიაშვილი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მინისტრს  სუზანა ბაუმანს შეხვდა

საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალური სამინისტროს სახელმწიფო მინისტრს, სუზანა ბაუმანს შეხვდა.

ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს. აღინიშნა 2023 წლის 14 დეკემბერს, ევროპული საბჭოს ისტორიული გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე.

ილია დარჩიაშვილმა გერმანულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ევროპული მისწრაფებების მტკიცე მხარდაჭერისთვის და ამ გზაზე პარტნიორებისა და მეგობრების, განსაკუთრებით გერმანიის შემდგომი მხარდაჭერის აუცილებლობას გაუსვა ხაზი.

ყურადღება გამახვილდა ორ ქვეყანას შორის ორმხრივ ურთიერთობებში არსებულ მაღალ დინამიკასა და მჭიდრო პარტნიორობაზე. დადებითად შეფასდა ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული მრავალგანზომილებიანი თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით.

ამასთან, ყურადღება გამახვილდა უმაღლესი და მაღალი დონის ვიზიტების გაცვლის მნიშვნელობაზე.

მინისტრმა გერმანულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
გიორგი ბილანიშვილი - იმის მტკიცება, რომ რაღაცის სხვანაირად გაკეთების შემთხვევაში საქართველო 2008 წელს თავიდან აიცილებდა რუსეთის სამხედრო აგრესიას,  მგონია, რომ აზრს მოკლებულია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე