საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - ქართველ კოლეგას კიდევ ერთხელ დავუდასტურე მხარდაჭერა ევროპულ გზაზე

მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი ფრანგ კოლეგას, სტეფან სეჟურნეს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

შეხვედრის შესახებ საფრანგეთის საგარეო უწყებამ სოციალურ ქსელ X-ში დაწერა:

„ჩემს ქართველ კოლეგას, ილია დარჩიაშვილს კიდევ ერთხელ დავუდასტურე საფრანგეთის მხარდაჭერა ევროპულ გზაზე. ჩვენ ასევე განვიხილეთ ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული ურთიერთობები“, - დაწერა სტეფან სეჟურნემ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს