ჯიმ ო'ბრაიენი - აშშ მოუთმენლად ელის პრემიერ კობახიძის მთავრობასთან მუშაობას 2024 წელს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს, ჯიმ ო'ბრაიენს შეხვდა.

ქართველ დიპლომატთან შეხვედრას სოციალურ ქსელ X-ზე თავად ო'ბრაიენი ეხმაურება:

„როგორც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს ვუთხარი მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში შეხვედრისას, აშშ მოუთმენლად ელის მასთან და პრემიერ კობახიძის მთავრობასთან მუშაობას 2024 წელს, ჩვენი ორმხრივი ურთიერთობების გასაძლიერებლად და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის წინსვლისთვის",-წერს ო'ბრაიენი.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს