სალომე ზურაბიშვილი - ჩვენთვის ევროკავშირის გაფართოება ეგზისტენციალური საკითხია

ჩვენთვის ევროკავშირის გაფართოება ეგზისტენციალური საკითხია. ეს არ არის პროცედურის საკითხი, ან მოწონება არ მოწონების საკითხი. არჩევანი არ არსებობს. გაფართოება ევროკავშირისთვისაც ეგზისტენციალური საკითხია, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელზე: „უფრო ღრმა, ფართო და უნარიანი ევროკავშირი“ განაცხადა.

„თუ შევხედავთ გლობალურ სურათს, ჩვენ დავინახავთ, რომ რუსეთი არამხოლოდ შეიჭრა უკრაინაში, ემუქრება ჩვენს ქვეყნებს კიბერთავდასხმით, ჰიბრიდული ომით, არამედ თანამგზავრულ ომში სურს შესვლა, რომელიც ჩვენი ქვეყნების კომუნიკაციას და ლოჯისტიკას დაემუქრება. ჩვენ შიგნით მეტი უნდა გავაკეთოთ და მე საუბარი მაქვს საქართველოზე, რომ დავაჩქაროთ რეფორმები, მაგრამ არაფერი შეცვლის იმ ფაქტს, რომ ჩვენ ყველას ერთად, სხვა ალტერნატივა არ გვაქვს გარდა იმისა, რომ ვიდგეთ ერთად, ვიყოთ ერთიანი, მეტად დემოკრატიულები და ერთად დავუპირისპირდეთ ავტოკრატიის ალიანსს, რაც ასაზრდოებს ტერორიზმს, კიბერთავდასხმებს - ყველა საფრთხეს, რომელიც ერთი მიმართულებიდან მომდინარეობს", - განაცხადა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - მიმდინარე ტექტონიკური ცვლილებები, შეუძლებელია, საქართველოს არ შეეხოს
ანა ბუჩუკური - საქართველოს მმართველ რეჟიმს ქვეყნის საერთაშორისო იზოლაციის მიღწევა სურს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.05.2026
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი