მედია - უკრაინა პირველ F-16-ებს ივნისში მიიღებს

პირველი ამერიკული წარმოების F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავები უკრაინის ცაზე დაახლოებით 2024 წლის ივნისში გამოჩნდება, - ამის შესახებ გამოცემა Foreign Policy იუწყება.

„ვფიქრობ, ივნისში ჩვენ ვიხილავთ მათ (F-16 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს) უკრაინაში“, - ციტირებს გამოცემა ლიეტუვის თავდაცვის მინისტრს, არვიდას ანუსაუსკასს.

Foreign Policy წერს, რომ იგივე დრო დაადასტურა მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე მონაწილე სხვა ევროპელმა ოფიციალურმა პირმა.

გამოცემის ინფორმაციით, უკრაინის მთავრობა ელოდება, რომ ფისკალური წლის ბოლომდე შეერთებულ შტატებში 12 პილოტი გაივლის მომზადებას მოიერიშე თვითმფრინავების მართვაზე.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში