ირაკლი ფავლენიშვილი - უმაღლეს საერთაშორისო პლატფორმაზე საქართველოს პრეზიდენტს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება უმნიშვნელოვანესია ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვის

უმაღლეს საერთაშორისო პლატფორმაზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციისთვის, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილემ, ირაკლი ფავლენიშვილმა განაცხადა.

ირაკლი ფავლენიშვილის თქმით, საერთაშორისო ფორუმებზე საქართველო წარმოდგენილია პოლიტიკური დუბლებით, „რაც ეროვნული ინტერესების რეალიზების შანსს ამცირებს“.

„უმაღლეს საერთაშორისო პლატფორმაზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება უმნიშვნელოვანესია ჩვენი ქვეყნის ევროპული ინტეგრაციის გზაზე და აქვე გამოჩნდა, რომ დღემდე ევროპაში, ევროპული ქვეყნების ლიდერებისთვის ჩვენი ქვეყნის დასავლური ინტეგრაციის, მოდერნიზაციის სიმბოლოდ არის და რჩება მიხეილ სააკაშვილი.

ასევე, გამოჩნდა, რომ ჩვენი ეროვნული ინტერესებისთვის ძალიან საზიანოა, იმის ნაცვლად, რომ მიხეილ სააკაშვილი იყოს მიუნხენის კონფერენციაზე, ადამიანი, რომელიც მთავარი ლობისტია საქართველოს ევროპული ინტეგრაციის ბოლო ათწლეულების მანძილზე, რომელიც არის გლობალური მასშტაბით ევროპის აღმოსავლეთით გაფართოების არქიტექტურის შემქმნელი და ჩვენი რეგიონის ეკონომიკური განვითარების პოტენციალის ერთ-ერთი ამაღორძინებელი, მის ნაცვლად ფაქტობრივად, პოლიტიკური დუბლებით ვართ წარმოდგენილები ასეთ საერთაშორისო ფორუმებზე, რაც ჩვენი ეროვნული ინტერესების რეალიზების შანსს ამცირებს“, - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდაჭერით, სამხედროთა სპორტულ გუნდს მჯდომარე რაგბის ეტლები გადაეცა
PSP კორეულმა ბრენდმა „COSRX“ Europe, Middle East and Africa რეგიონის საუკეთესო პარტნიორად აღიარა