მაკა ბოჭორიშვილი - ვისმენთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოწოდებებს - შეიძლება ითქვას, სალომე ზურაბიშვილი ერთგვარად ჩართულია იმ თამაშში, რა თამაშსაც თამაშობს სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ

სალომე ზურაბიშვილი ერთგვარად ჩართულია იმ თამაშში, რა თამაშსაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ თამაშობს,- ამის შესახებ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილმა განაცხადა.

მაკა ბოჭორიშვილი პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის მიუნხენის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გამართულ პანელზე, სალომე ზურაბიშვილის მისამართით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც სიკორსკიმ აღნიშნა, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაში სალომე ზურაბიშვილს დიდი წვლილის შეტანა შეუძლია.

„სამწუხაროდ, პირველად არ ხდება ის ფაქტი, რომ სალომე ზურაბიშვილის თანდასწრებით გაჟღერებული განცხადებები შემდგომ, მარტივად რომ ვთქვათ, დიპლომატიურ უხერხულობებს უქმნის ჩვენს ქვეყანას. ეს პირველი შემთხვევა არ არის. ჩვენ ეს ერთხელ უკვე ვნახეთ მისი ერთ-ერთი ვიზიტის დროს, რომელსაც არც საფუძველი ჰქონდა და არც ნებართვა, რაც შეეხებოდა საქართველოს მიერ სანქციების დაწესებას, ახლა უკვე ვისმენთ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოწოდებებს. შეიძლება ითქვას, რომ ახლა სალომე ზურაბიშვილი ერთგვარად ჩართულია იმ თამაშში, რა თამაშსაც მიხეილ სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ თამაშობს.

სალომე ზურაბიშვილს უწევს თუ ასრულებს გარკვეულ როლს ამ თამაშში. ბუნებრივია, ჩვენ არ ვიცით რა პასუხები გაეცა სალომე ზურაბიშვილის მხრიდან ერთ ან მეორე განცხადებას, რომელიც ნამდვილად ქმნის ჩვენი ქვეყნისთვის პრობლემას და მარტივად რომ ვთქვათ, დიპლომატიურ უხერხულობას“, - განაცხადა ბოჭორიშვილმა.

როგორც ის აღნიშნავს, მთავრობის თანხმობის გარეშე სალომე ზურაბიშვილის ვიზიტი არის მისი მხრიდან ერთგვარი განაცხადი, რომ „ის არ ემორჩილება არც კონსტიტუციას, არც კანონს და შესაბამისად, თავისი სურვილების საფუძველზე მოქმედებს“.

„ჩვენ კარგად ვხედავთ, როგორია მისი სურვილები. ფაქტობრივად, ის ოპოზიციაში უდგება საქართველოს ხელისუფლებას და პოლიტიკურ თამაშს თამაშობს, რომელიც შეიძლება ჩვენი ქვეყნისთვის საზიანო იყოს, ვინაიდან მას კონსტიტუციური თანამდებობა აქვს. რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის დამაზიანებელია, როცა მისი თანდასწრებით კეთდება ისეთი განცხადებები, როგორიც ამჯერადაც მოვისმინეთ და ოფიციალური პირი ამ განცხადებას პასუხს არ სცემს“,-განაცხადა ბოჭორიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 24.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო
“Biograpi Living” დიდუბეში, ყოფილი მაუდის ქარხნის ტერიტორიაზე 500 მილიონი დოლარის ღირებულების საინვესტიციო პროექტს იწყებს
„ხელოვნური ინტელექტი ჯანდაცვასა და მედიცინაში“ - თბილისი საერთაშორისო კონფერენციას (AIMCare 2026) უმასპინძლებს
350 მილიონი ლარი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას დარჩა - როგორ შეცვალა Kursi.ge-მ ვალუტის გაცვლის ბაზარი საქართველოში