მიხეილ სარჯველაძე რადოსლავ სიკორსკის განცხადებაზე - ვფიქრობ, ეს ყველაფერი არ გამოიყურება ისე, რომ სალომე  ზურაბიშვილისთვისაც მოულოდნელობა ყოფილიყო

ვფიქრობ, ეს ყველაფერი არ გამოიყურება ისე, რომ სალომე ზურაბიშვილისთვისაც მოულოდნელობა ყოფილიყო. როგორც ჩანს, ეს იყო დიდი ხნით ადრე კარგად დაგეგმილი შეფუთვის ერთ-ერთი ეტაპი და ახლა ცდილობს, რომ რაღაცა ფორმით ერთი მხრივ ეცადოს ქართულ საზოგადოებასთან არგუმენტი ნახოს საიმისოდ, რომ ჩაიდინოს მოღალატეობრივი ნაბიჯი, რასაც ჰქვია მის მიერ სააკაშვილის შეწყალება, - ასე ეხმიანება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე, პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის მიერ სალომე ზურაბიშვილის მისამართით გაკეთებულ განცხადებას, სადაც სიკორსკიმ აღნიშნა, რომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებაში სალომე ზურაბიშვილს დიდი წვლილის შეტანა შეუძლია.

სარჯველაძის თქმით, რადოსლავ სიკორსკის ამგვარი განცხადება პრეზიდენტის მიმართ ყველაზე მინიმუმ ძალიან უხერხული დიპლომატიური სკანდალია.

„ეს შეუთანხმებელი პოლიტიკის წარმოება არის აი, ასეთ შედეგამდე მიმყვანი, შედეგებამდე რომელიც არის ყველაზე მინიმუმ ძალიან უხერხული დიპლომატიური სკანდალი, ასე შეგვიძლია დავარქვათ, იმიტომ, რომ თქმა იმისა, რომ უბრალოდ ქვეყნის სუვერენიტეტს და სამართლის უზენაესობას პატივს სცემ შეიძლება საკმარისი არ იყოს, როდესაც ამას აყოლებ, გარკვეულ შეკვეთებს აძლევ პრეზიდენტს შეწყალებასთან დაკავშირებით“, - განაცხადა სარჯველაძემ.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
Hotsale.ge-მ ინტელექტუალური თამაშის - „რა? სად? როდის?“ ბიზნეს ლიგის გამარჯვებულებს საჩუქრები გადასცა
ჯო ენის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალში თავის ტვინის სიმსივნის ბიოფსია ახალი, ულტრათანამედროვე ნეირონავიგაციის სისტემით ჩატარდა