რუსეთის გენშტაბი - უკრაინის არმია აქტიური ოპერაციების ჩასატარებლად საბრძოლო შესაძლებლობებს ინარჩუნებს - მათი მხრიდან კიდევ ერთი კონტრშეტევა გამორიცხული არ არის

დასავლეთის ქვეყნების მხრიდან სერიოზული მხარდაჭერის შემთხვევაში, უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ კონტრშეტევის კიდევ ერთი მცდელობა გამორიცხული არ არის, - ამის შესახებ რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული დირექტორატის ხელმძღვანელმა, გენერალური შტაბის უფროსის პირველმა მოადგილემ, გენერალ-პოლკოვნიკმა სერგეი რუდსკოიმ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინის არმია კვლავ ინარჩუნებს საბრძოლო შესაძლებლობებს აქტიური ოპერაციების ჩასატარებლად.

"უკრაინის შეიარაღებული ძალები კვლავ ინარჩუნებს საბრძოლო შესაძლებლობებს აქტიური ოპერაციების ჩასატარებლად. მომავალში, დასავლეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო დახმარების შემთხვევაში, კონტრშეტევის კიდევ ერთი მცდელობა გამორიცხული არ არის ", - აღნიშნა სერგეი რუდსკოიმ.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა