ანა ნაცვლიშვილი „საარჩევნო კოდექსში“ ცვლილებებზე - „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირის 9 რეკომენდაციის დარღვევა დაიწყო

„ლელოს“ დეპუტატის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, „ქართულმა ოცნებამ“ ევროკავშირის 9 რეკომენდაციის დარღვევა დაიწყო.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს „საარჩევნო კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებთან დაკავშირებით განუცხადა.

„ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო ევროკავშირის 9 რეკომენდაციის დარღვევა. ის კანონი, რომელსაც ახლა "ქართული ოცნება" მესამე მოსმენით დაუჭერს მხარს, არის ევროკავშირის 9 რეკომენდაციიდან ერთ-ერთი რეკომენდაციის უხეში დარღვევა. ეს ეწინააღმდეგება საქართველოს მოქალაქეების გაცხადებულ ნებას და დავალებას, რომელიც მან მისცა თითოეულ სახელმწიფო ორგანოს. „ქართული ოცნება“ არათუ არ ასრულებს რეკომენდაციებს, არამედ ის უხეშად არღვევს ერთ- ერთ მთავარ რეკომენდაციას. გასაგებია, რომ ამის უკან დგას შიში სამართლიანი არჩევნების მიმართ“,- განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

კორნელი კაკაჩია - რაც უფრო შორდება საქართველო დემოკრატიას, ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სივრცეს, მით უფრო მცირდება დასავლეთის გავლენა რეგიონში, რაც სრულად შეესაბამება რუსეთის სტრატეგიულ ინტერესებს
ქართული პრესის მიმოხილვა 06.07.2026
BMW ჯგუფმა მეხუთე თაობის ახალი BMW X5 წარადგინა