ბათუმში 199 ავარიული სახლია

ქალაქ ბათუმში 199 ავარიული სახლია. ბათუმში ავარიული შენობების შესახებ საჯარო ინფორმაცია „ინტერპრესნიუსმა“ ბათუმის მერიიდან გამოითხოვა.

ბათუმის მერიის ინფორმაციით, ავარიული სახლების ნუსხა განსაზღვრულია ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლების წესის 2023 წლის 30 მარტის Nგ-15.15230896 განკარგულების შესაბამისად, „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ საინჟინრო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე.

მერიის ინფორმაციით, 2024 წელს ქალაქში, ავარიული შენობა-ნაგებობების გამაგრება-აღდგენა-გაძლიერების სამუშაოები 3 მისამართზე განხორციელდება. როგორც ბათუმის მერიაში განმარტავენ, შესაბამისი ხელშეკრულებები დადებულია და სამუშაოები 2024 წლის პირველ კვარტალში დაიწყება. მისამართები, სადაც სამუშაოები განხორციელდება, ბათუმის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ავარიული სახლებისა და სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახების მდგომარეობის შემსწავლელი მუდმივმოქმედი საბჭოს მიერ არის განსაზღვრული და ღირებულება ჯამში, 2,499,998.93 ლარია.

ბათუმის მერიის ინფორმაციით. 2023 წელს ავარიული შენობების რეაბილიტაციის ფარგლებში სამუშაოები 5 მისამართზე დასრულდა და ჯამში, 3 549 990 ლარი დაჯდა. ხოლო ავარიული ნაგებობისა და ახალი სახლების მშენებლობა 5 მისამართზე მიმდინარეობს და მათი ღირებულება ჯამში, 58 741079 ლარია.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს