ანა ნაცვლიშვილი - მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე საქართველოს პრემიერი რომ არ ყოფილიყო, რუსეთმა მოითხოვა - ეს სამარცხვინო და საქართველოსთვის ძალიან დამაზიანებელია

„ლელოს“ დეპუტატის, ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, მიუნხენის კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის არ ყოფნის ერთადერთი ახსნა ისაა, რომ ეს რუსეთს არ სურდა.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

„ძალიან ცუდია, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე არ იმყოფებოდა საქართველოს მთავრობა. მაშინ, როდესაც რეგიონში ძალიან სერიოზულადაა შეცვლილი ვითარება, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული აგრესიული ომის პირობებში, ეს გაურკვეველია და არანაირი გამართლება არ აქვს, გარდა იმისა, რომ რუსეთის მოთხოვნა იყო საქართველოს პრემიერ -მინისტრი უსაფრთხოების კონფერენციაზე არ ყოფილიყო წარმოდგენილი და საქართველოს უსაფრთხოებისა და ინტერესებისთვის არ ემუშავა. ამას ერთადერთი ახსნა აქვს - ეს არ უნდოდა რუსეთს და მან მოითხოვა, რომ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზე არ ყოფილიყო პრემიერი წარმოდგენილი. ეს არის სამარცხვინო და ძალიან დამაზიანებელი საქართველოსთვის. ამ ფონზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ქართველი ხალხის ხმა და საქართველოს სახელმწიფო პოზიციები არ დარჩა გაუჟღერებელი და იქ საქართველოს ინტერესებს წარმოადგენდა საქართველოს პრეზიდენტი. რაც შეება მის გზავნილებს, იყო ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილები, იყო შეხვედრები მაღალი დონის გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან.

მივესალმები და მიმაჩნია, რომ სწორია, როცა ზურაბიშვილი მიდის მსგავსი ტიპის საერთაშორისო ღონისძიებებზე და წარმოადგენს საქართველოს. რა საკითხებს დასვამენ სხვა სახელმწიფოების წარმომადგენლები, ეს მათი გადასაწყვეტია"- განაცხადა ნაცვლიშვილმა.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 20.08.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა