სამშენებლო კომპანია მეტტა საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი

სამშენებლო კომპანია „მეტტა“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის წევრი გახდა. როგორც ბიზნეს ასოციაციაში განმარტევან, კომპანია „მეტტა“ სამშენებლო სფეროში 2018 წელს გამოჩნდა და უპრეცედენტოდ მოკლე დროში შეძლო, დარგის უმსხვილესი ლიდერი კომპანიების გვერდით, მნიშვნელოვანი ადგილის დაკავება.

მათივე თქმით, აღსანიშნავია, რომ ხუთი წლის განმავლობაში კომპანიის პორტფოლიოში არის უკვე 50-მდე გამორჩეული პროექტი, 500 000 კვადრატულ მეტრამდე ჯამური სამშენებლო ფართით.

ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციით, „მეტტას“ ახალგაზრდა და ამავე დროს, მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდი გამორჩეული პროფესიონალიზმით ახორციელებს როგორც მრავალბინიანი საცხოვრებელი კომპლექსების, ისე კომერციული თუ ინდუსტრიული პროექტების, სასტუმროების, კვების ობიექტებისა და ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობას.

მათივე განმარტებით, კომპანია „მეტტას“ ძირითადი სერვისებია: მონოლითური რკინაბეტონის კონსტრუქციების მშენებლობა, სამშენებლო და მოსაპირკეთებელი, სარემონტო, საინჟინრო და საპროექტო სამუშაოები და დიზაინ-ბილდი.

ბიზნეს ასოციაციის განცხადებით, აღსანიშნავია, რომ „მეტტას“ პორტფოლიო მოიცავს ისეთი ცნობილი დამკვეთების პროექტებს, როგორებიცაა: „არქი“, „ლისი დეველოპმენტი“, „მაკდონალდსი“, „შატო მუხრანი“, „ნორვეგიის საელჩო“, „ფუჯინ სილქ ფროფერთის“ და სხვა.

„საგულისხმოა, რომ კომპანია დღეს უკვე 100-მდე თანამშრომელსა და 400-მდე მშენებელს აერთიანებს და განაგრძობს გუნდის ზრდას. მისი მიზანია ხელი შეუწყოს სამშენებლო-საინჟინრო პროფესიების პოპულარიზაციას ახალგაზრდა თაობაში. სწორედ ამიტომ, „მეტტას“ სოციალური პასუხისმგებლობის პროგრამის ფარგლებში, 2023 წლის აგვისტოში შეიქმნა 1-წლიანი უნიკალური ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა, რომელიც მაქსიმალურად ითვალისწინებს აკადემიური მოსწრების საჭიროებებს და საუნივერსიტეტო სწავლების პარალელურად მიმდინარეობს. პროგრამაში მონაწილე გამორჩეული წარმატების მქონე სტაჟიორები მიიღებენ სამუშაოს შეთავაზებას კომპანიაში და ასევე, მაგისტრატურაზე სწავლის ან პროექტების მართვის მიმართულებით სწავლის დაფინანსების შესაძლებლობას“,- ნათქვამია ბიზნეს ასოციაციის ინფორმაციაში.

ამასთან საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან ვეფხვაძემ სამშენებლო კომპანია „მეტტას“ განვითარების ეტაპებს წარმატების ისტორია უწოდა.

„საქართველოს ბიზნეს ასოციაცია მიესალმება სამშენებლო კომპანია „მეტტას“, რომლის პრიორიტეტია მუდმივი განვითარება და შემოქმედებითი მიდგომით ინოვაციების დანერგვა. თუკი დავაკვირდებით კომპანიის განვითარებას, შეიძლება ითქვას, რომ ეს ნამდვილი წარმატების ისტორიაა და მოხარულნი ვართ, რომ სწორედ ასეთი კომპანიები ხდებიან BAG-ის წევრები, რადგან ეს განაპირობებს ერთობლივ წარმატებას, რომელსაც ბიზნეს გარემოს გაუმჯობესება ჰქვია“,- განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში