გაბრიელიუს ლანდსბერგისი - სასწაულია, რომ უკრაინა ამდენხანს უძლებს, როცა რუსეთს აქვს 6:1 უპირატესობა საბრძოლო მასალის კუთხით - 2 წელი გავატარეთ იმის განხილვაში, როგორ შეგვიძლია უკრაინის დახმარება - უნდა შევწყვიტოთ ყოყმანი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, გაბრიელიუს ლანდსბერგისი ევროპელ კოლეგებს მწვავედ აკრიტიკებს იმის გამო, რომ ვერ შეძლეს უკრაინისთვის საკმარისი საბრძოლო მასალის მიწოდება რუსეთის დასამარცხებლად.

„სასწაულია ის,რომ უკრაინა ამდენ ხანს უძლებს იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთს აქვს 6:1 უპირატესობა საბრძოლო მასალის თვალსაზრისით. ორი წელი გავატარეთ განხილვაში და იმის მცდელობაში, რომ გაგვერკვია, როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ უკრაინას ეტაპობრივად. სამწუხაროდ, რადგან ვერ ჩამოვყალიბდით სტრატეგიულ მიზნებზე, რის მიღწევასაც ვცდილობთ, ვერ განვაცხადებთ, რომ ჩვენი მიზანი გამარჯვებაა“, - განაცხადა ლანდსბერგისმა ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრების სამიტის დაწყებამდე.

მან ევროკავშირს მოუწოდა, შეწყვიტოს სამხედრო სახსრებთან დაკავშირებით ყოყმანი. ლანდსბერგისის თქმით, გერმანიამ, ამ დრომდე 17 მილიარდი ევროს წვლილის შეტანა მოახერხა, ევროპა კი წელიწადში 5 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ მსჯელობს.

„ევროპას უნდა შეეძლოს შექმნას 5 მილიარდი ევროს ფონდი, როცა, მოგეხსენებათ, მარტო გერმანია განიხილავს 7 მილიარდი ევროს გაგზავნას. ასე რომ, ევროპის 27 ქვეყნისთვის 5 მილიარდი ევრო უნდა იყოს ერთი დღის სამუშაო, ერთი საათის სამუშაო”, - აღნიშნა ლიეტუვის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა.

მისი თქმით, დასავლეთმა ვერ შეეძლო ჩამოეყალიბებინა მიზანი, რისი მიღწევაც სურს.

ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში