ლევან ხაბეიშვილი - თუ პრეზიდენტი სააკაშვილი თავისუფალი იქნება, ეს მხოლოდ გააჯანსაღებს გარემოს - ხელისუფლებას სიმშვიდისკენ მოვუწოდებ, სალომე ზურაბიშვილმა კი სააკაშვილის გათავისუფლების გადაწყვეტილება უნდა მიიღოს

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, იმის მიზეზი, რომ ხელისუფლება მიუნხენის კონფერენციაზე წარმოდგენილი არ არის ისაა, რომ ივანიშვილს ევროპაში პარტნიორი და მეგობარი აღარ ჰყავს.

როგორც ხაბეიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, საქართველოს მოქალაქეებს 2024 წელს შესაძლებლობა აქვს ეს ყველაფერი შეცვალონ.

მიხეილ სააკაშვილს ბრალი, მათ შორის იმაზე აქვს წარდგენილი, რომ 2011 წელს მიუნხენის კონფერენციას დაესწრო ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე სამსჯელოდ. ასევე, კარგად ვიცით, რომ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს ბრალი წარდგენილი აქვს ჰილარი კლინტონს „რედბულით“ რომ გაუმასპინძლდა. ეს ბრალში წერია, ეს ივანიშვილის პარტიამ ბრალში დაწერა. ამიტომ ყველას ესმის, რომ ეს უსამართლო პატიმრობაა. ამ პირობებში, როცა ხელისუფლება მიუნხენის კონფერენციაზე არ არის წარმოდგენილი, სადაც ჩვენი რეგიონისთვის, მსოფლიოსთვის უმნიშვნელოვანესი საკითხები წყდება, ამასაც კარგად იაზრებს, თუ რატომ ხდება ეს. მიზეზი მარტივია - ივანიშვილს ევროპაში, დასავლეთში არანაირი პარტნიორი, მეგობარი აღარ ჰყავ ჩვენდა სამწუხაროდ, იმიტომ, რომ ეს პირდაპირ აისახება ჩვენი ქვეყნის სამომავლო პერსპექტივაზე. 2024 წელს შესაძლებლობა გვაქვს, ეს ყველაფერი შევცვალოთ“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

როგორც მან აღნიშნა, მიუნხენის კონფერენციაზე საჯაროდ, ღიად, პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილს მოსთხოვეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლება.

მისივე თქმით, თუ სალომე ზურაბიშვილს აქვს რაიმე ევროპული ღირებულება და თვლის, რომ დადებითი როლი უნდა შეასრულოს საქართველოს ევროპული მომავლისთვის მას შეუძლია საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლოს და აღადგინოს სტატუს კვო.

„თქვენ მოგისმენიათ დასავლელი ლიდერების განცხადებები, იგივე მაკრონის განცხადება მოგისმენიათ, რომ „პრეზიდენტი სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს“; მოგისმენიათ ზელენსკის განცხადება; გინახავთ და წაგიკითხავთ ბორის ჯონსონის მილოცვა პრეზიდენტ სააკაშვილისთვის, როცა დაბადების დღეს ულოცავდა. თქვენ გინახავთ, დასავლელი ლიდერების განცხადებები და მათ შორის, ნახეთ მიუნხენის კონფერენციაზე საჯაროდ, ღიად პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს როგორ მოსთხოვეს პრეზიდენტ სააკაშვილის გათავისუფლება. თუ სალომე ზურაბიშვილს აქვს რაიმე ევროპული ღირებულება და თვლის, რომ დადებითი როლი უნდა შეასრულოს საქართველოს ევროპული მომავლისთვის მას შეუძლია პრეზიდენტი სააკაშვილი გაათავისუფლოს და აღადგინოს სტატუს კვო. აღადგინოს იმიტომ, რომ პრეზიდენტ სააკაშვილი აბსოლუტურად უსამართლოდ იხდის სასჯელს.

ჩვენს ხალხს უნდა ეკონომიკური დოვლათი და უნდა, რომ ამ ქვეყნიდან არ გაიქცნენ. ასევე, ღირსეული სამუშაო ადგილები და ეს ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, ამაზე უნდა დარდობდნენ. ასევე, მნიშვნელოვანია, მათი სადარდებელი იყოს ის, რომ ნორმალურ, კონკურენტუნარიან გარემოში არჩევნები ჩატარდეს და რატომ ღელავენ? თუ პრეზიდენტი სააკაშვილი იქნება თავისუფალი, ეს მხოლოდ გააჯანსაღებს გარემოს და მიცემს მათ მთავარ კონკურენტს შესაძლებლობას, შეხვდეს ხალხს და ხალხმა გადაწყვიტოს, ვინ უნდა? როგორ უნდა? და რა ხელისუფლება უნდა? ამიტომ მე მოვუწოდებ სიმშვიდისკენ, ნუ ნერვიულობენ, ნუ ღელავენ და სალომე ზურაბიშვილმა მიიღოს ერთადერთი გადაწყვეტილება, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც აბსოლუტურად უსამართლოდ იხდის სასჯელს“, - განაცხადა ხაბეიშვილმა.

კახა გოგოლაშვილი - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს
გია ხუხაშვილი - თუ ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ არჩევნები ჩატარდა ობიექტურად, მაშინ ელექტრონულად ჩატარებულ უბნებზე აუდიტის ჩატარება ხელისუფლების ინტერესშიც უნდა იყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.10.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში