თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე მემორიალური დაფების განთავსების საკითხი განიხილეს

თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის კომისიის სხდომაზე კომისიაში წარმოდგენილი წერილების საფუძველზე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის აფხაზეთის ომში დაღუპული მიხეილ ქორიძის და მომღერალ ლევან კბილაშვილის საცხოვრებელ სახლებზე მემორიალური დაფების განთავსების საკითხის შესახებ იმსჯელეს.

როგორც კომისიის სხდომაზე აღინიშნა, მიხეილ ქორიძე აფხაზეთის ომში მოხალისედ იბრძოდა სპეცდანიშნულების რაზმში. ის ბზიფის ხეობაში შეტევის დროს სნაიპერის ტყვიით დაიღუპა. მიხეილ ქორიძე დაჯილდოებულია მედლით „მხედრული მამაცობისთვის“.

ქართული ხალხური ფოლკლორისა და საესტრადო მუსიკის შემსრულებელმა ლევან კბილაშვილმა საესტრადო კარიერა 6 წლიდან რობერტ ბარძიმაშვილის სტუდიაში დაიწყო.

მომღერალი მუშაობდა მსოფლიოში ცნობილ კომპოზიტორთან, გორან ბრეგოვიჩთან, რომელთან ერთადაც არაერთი კონცერტი აქვს ჩატარებული. 2021 წელს მისი ინიციატივით შეიქმნა მუსიკალური ჯგუფი „PanGeo – ლ. კბილაშვილი“, რომელიც დაეფუძნა ქართულ ეთნომუსიკას.

კახაბერ ლაბუჩიძის განცხადებით, განათლების და კულტურის კომისია აქტიურად არის ჩართული დედაქალაქში მემორიალური დაფების განთავსების საკითხის განხილვაში.

„დედაქალაქის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს კოორდინირებული თანამშრომლობით უმოკლეს პერიოდში არაერთი დამსახურებული პიროვნების პატივსადებად მემორიალური დაფა განთავსდა. აღსანიშნავია, რომ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 25 აგვისტოს №426 განკარგულებით, ქალაქ თბილისში, გლდანის რაიონში, თიანეთის გზატკეცილის მონაკვეთს მომღერლის, ლევან კბილაშვილის, სახელი მიენიჭა. კომისიის დღევანდელ სხდომაზე კი მომღერლის საცხოვრებელ სახლზე მემორიალური დაფის განთავსების საკითხსაც განვიხილავთ“, - განაცხადა კახაბერ ლაბუჩიძემ.

კომისიის წევრებმა მიხეილ ქორიძის და ლევან კბილაშვილის მემორიალური დაფების განთავსების საკითხი მოიწონეს და საკითხი განსახილველად ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიაში შექმნილ სპეციალურ კომისიას გადაეგზავნება.

ინფორმაციას თბილისის საკრებულო ავრცელებს.

გიორგი კაჭარავა - სახელმწიფოთაშორისი საზღვრის დადგენის პროცესის დაწყება სოხუმისა და ცხინვალის დე-ფაქტო ხელისუფლებებთან გაუტოლდება საქართველოს მხრიდან საკუთარი ტერიტორიის ნაწილის სუვერენიტეტისგან გამოყვანის დე-ფაქტო აღიარებას
UNFPA-ის დირექტორი საქართველოში - რაც მეტ ინვესტიციას დებს ადამიანი განათლებაში, უფრო გვიან ოჯახდება და შვილებსაც გვიან აჩენს, ეს ნორმალურია, საკითხავია, როგორ შევინარჩუნოთ შობადობა სტაბილურად? - სწორედ ეს არის მილიონ დოლარიანი კითხვა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.09.2026
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ მხარდასაჭერად მეოთხე საქველმოქმედო გარბენი გაიმართა
„ვისოლმა“ „ალდაგის“ მომხმარებლებისთვის აპლიკაციაში სპეციალური ფასდაკლების ბარათი შექმნა
Archi Grand Avenue-ის პოდკასტი, რომელიც გვიყვება ქალაქის ახალ ცენტრზე და შესაძლებლობაზე, რომელიც არ უნდა გამოტოვო