ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა წითელ ზღვაში საზღვაო მისიის გაგზავნას მხარი დაუჭირეს

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა წითელ ზღვაში საზღვაო მისიის გაგზავნას მხარი დაუჭირეს, - ამის შესახებ ინფორმაციას DW ავრცელებს.

საზღვაო მისია Aspides-ის ფარგლებში, საერთაშორისო კომერციული გემების „ჰუსიტების“ თავდასხმებისგან დასაცავად ევროკავშირი წითელ ზღვაში ხომალდებს გაგზავნის.

ევროკავშირის მისიის ოპერატიული სარდლობის შტაბ-ბინა საბერძნეთის ქალაქ ლარისაში იქნება.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილებას ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი მიესალმა.

„ევროპა, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, წითელ ზღვაში ნაოსნობის თავისუფლებას უზრუნველყოფს. კრიზისზე რეაგირების გარდა, ეს ევროპული ინტერესების დასაცავად წითელ ზღვაში ევროპის გავლენის გაძლიერებისკენ გადადგმული ნაბიჯია“, - წერს ურსულა ფონ დერ ლაიენი X-ზე.

შეგახსენებთ, რომ გასული წლის დეკემბერში აშშ-მა წითელ ზღვაში მოძრავი კომერციული გემების „ჰუსიტების“ თავდასხმებისგან დასაცავად საზღვაო მისია შექმნა. 12 იანვრის შემდეგ კი აშშ და დიდი ბრიტანეთი იემენში „ჰუსიტების“ ობიექტებზე საჰაერო იერიშებს ახორციელებენ.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს