ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტი განიხილა

პარლამენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა სხდომაზე საკითხი „2022 წლის 30 მარტის „საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს შორის სასესხო შეთანხმების (საქართველოს ადამიანური კაპიტალის პროგრამა)" N1 ცვლილების წერილ-შეთანხმების" თაობაზე განიხილა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილის, ნოდარ პაპუკაშვილის განცხადებით, დამტკიცებული პროგრამა საგანმანათლებლო მიმართულებით ახალი ნაბიჯების გადადგმას ითვალისწინებს.

„საქართველოს მთავრობასა და მსოფლიო ბანკს შორის გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, დამტკიცდა შედეგზე ორიენტირებული პროგრამა „საქართველოს ადამიანური კაპიტალი", რომელიც ითვალისწინებს მთელი რიგი ნაბიჯების გადადგმას საგანმანათლებლო მიმართულებით", - განაცხადა ნოდარ პაპუკაშვილმა.

მისი თქმით, არსებული შეთანხმების თანახმად, მსოფლიო ბანკი მხარს საქართველოში ადამიანური რესურსების სტრატეგიის განხორციელებასა და განათლების სფეროში რეფორმებს უჭერს.

„როგორც მომხსენებელმა აღნიშნა, პროგრამის მიზანია საქართველოში ადამიანის კაპიტალის განვითარებასთან დაკავშირებული სისტემები და სერვისები უფრო ეფექტური და ინკლუზიური გახდეს და განათლების, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სექტორები მოიცვას.

მისივე თქმით, შეთანხმებით გარკვეული ქმედებების განხორციელებისთვის, რეფორმირებისთვის დადგენილია ვადები და ცვლილებით მოთხოვნილია აღნიშნული ვადების თითო წლით გადაწევა.

კომიტეტმა სარატიფიკაციო დოკუმენტს მხარი დაუჭირა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ლევან ალაფიშვილი - თუ არაფერი დაგირღვევია, არც არჩევნების სიების გახსნაზე უნდა ამბობდე უარს და არც საერთაშორისო ეგიდით არჩევნების შედეგების შესწავლაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 07.11.2024
PayBox-ის ტერმინალებიდან კრიპტოს გაყიდვა განახლდა
m² და Matters კოლაბორაციულ პროექტს აანონსებენ
საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში წევრთა საერთო ყრილობა გაიმართა