ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა 2024 წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტმა მიმდინარე წლის სამოქმედო გეგმა დაამტკიცა. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, სამოქმედო გეგმაში კომიტეტის კანონშემოქმედებითი, საზედამხედველო, საორგანიზაციო და საზოგადოებასთან კომუნიკაციის მიმართულებით დაგეგმილი კონკრეტული ღონისძიებები და მათი შესრულების ვადებია ასახული.

„კომიტეტის საქმიანობის მიზანია მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, შრომითი, დასაქმების, დედათა და ბავშვთა დაცვის, ოჯახის განვითარების, ხანდაზმულთა, დევნილთა, ვეტერანთა და შშმ პირთა საკითხების ხელშეწყობა.

როგორც კომიტეტის თავმჯდომარემ ზაზა ლომინაძემ აღნიშნა, 2024 წლის გეგმის ახალი ფორმატი შეიმუშავეს, მასში გათვალისწინებულია წინა წლის სამოქმედო გეგმით გაწერილი აქტივობების შესრულების ანალიზი, დარგის მარეგულირებელი საკანონმდებლო და სტრატეგიული დოკუმენტები, საერთაშორისო ვალდებულებები, სფეროში არსებული გამოწვევები და კომიტეტის საჭიროებები. კომიტეტი მიმდინარე წელს იმუშავებს ჯანმრთელობის დაცვის სტრატეგიის განხორციელების მიმართულებით.

კომიტეტისათვის მნიშვნელოვანი იქნება ევროკავშირთან ინტეგრაციის მიმართულებით საქართველოს მიერ ნაკისრი ვალდებულებების განხორციელება. ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, მარეგულირებელი კანონმდებლობა 2024 წლის განმავლობაში ევროკავშირის 6 სამართლებრივ აქტს უნდა დაუახლოვდეს.

კომიტეტის 2024 წლის სამოქმედო გეგმა 4 სტრატეგიულ ამოცანას და 41 აქტივობას მოიცავს. ესენია: ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პოლიტიკის მიმართულებით მტკიცებულებებზე დაფუძნებული საკანონმდებლო საქმიანობის განხორციელება; დარგობრივი პოლიტიკის განხორციელებაზე ეფექტური ზედამხედველობა; კომიტეტის მიერ ეფექტური წარმომადგენლობითი საქმიანობის უზრუნველყოფა; კომიტეტის საქმიანობის ეფექტურობის გაუმჯობესება.

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნიას განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ გეგმის შემუშავებაში სამინისტროსაც მიეცა ჩართვის შესაძლებლობა, გეგმა ძალიან კარგადაა მომზადებული და სრულად მიყვება ჯანმრთელობის სტრატეგიას, სამინისტროს მიზნებსა და გეგმებს. მან იმედი გამოთქვა, რომ იგი წარმატებით შესრულდება.

სამოქმედო გეგმა ემყარება საქართველოს კონსტიტუციას, პარლამენტის რეგლამენტს, კომიტეტის დებულებას, ასოცირების შესახებ შეთანხმებას, ასევე სხვა დოკუმენტებს, რომლებსაც მნიშვნელოვანი როლი აკისრია კომიტეტის საქმიანობაში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია