თბილისში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ" ცენტრში, „თბილისის ნერსისიანის სემინარია 200" გამოფენა გაიხსნა

საქართველოში სომხეთის საელჩოს ინფორმაციით, 18 თებერვალს, თბილისში, საქართველოს სომეხთა ეპარქიის „ჰაიარტუნ" ცენტრში, „თბილისის ნერსისიანის სემინარია 200" გამოფენა გაიხსნა.

მათივე ცნობით, გამოფენის ნახვა ყოველდღე, ორშაბათის გარდა, 12:00 საათიდან 17:00 საათამდეა შესაძლებელი.

როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, გამოფენის გახსნაზე მისასალმებელი სიტყვით გამოვიდნენ საქართველოს სომეხთა ეპარქიის წინამძღვარი ეპისკოპოსი კირაკოს დავთიანი და საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის საელჩოს ელჩის მოადგილე დავით ჯანაზიანი.

„გამოფენის ავტორმა, სომეხმა საზოგადო მოღვაწე ლევონ ჩიდილიანმა ღონისძიების მონაწილეებს ნერსისიან სკოლის დაარსების ისტორია და მისი ასწლიანი მოღვაწეობა გააცნო, ასევე, სკოლის წარმატებული კურსდამთავრებულების შესახებ ისაუბრა, რომლებმაც თავიანთი წვლილი არა მხოლოდ სომეხი ხალხის, არამედ მსოფლიო ისტორიაში შეიტანეს.

იგივე პროექტი მანამდე თბილისის კავკასიის უნივერსიტეტში იყო გამოფენილი.

გამოფენის ნახვის მსურველებს შეუძლიათ ესტუმრონ თბილისის „ჰაიარტუნ" ცენტრს, ყოველდღე, 12:00-დან 17:00 საათამდე, ორშაბათის გარდა”, - ნათქვამია სომხეთის საელჩოს გავრცელებულ ინფორმაციაში.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა