კრედო ბანკსა და აზიის განვითარების ბანკს შორის აგრო მეწარმეების მხარდასაჭერად 65 მილიონი ლარის მოცულობის გარიგებას მოეწერა ხელი

2024 წლის 19 თებერვალს, კრედო ბანკსა და აზიის განვითარების ბანკს (ADB) შორის 65 მილიონი ლარის (25 აშშ დოლარის ექვივალენტი) მოცულობის სასესხო ხელშეკრულება გაფორმდა. ის მიზნად ისახავს მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების ხელშეწყობას სასოფლო-სამეურნეო წარმოებაში, გადამუშავებასა და ვაჭრობაში. განსაკუთრებული ყურადღება კი ქალი მეწარმეების მხარდაჭერას დაეთმობა.

ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებული გრძელვადიანი რესურსით, გარიგება ხელს შეუწყობს კრედო ბანკს თავიდან აიცილოს გაცვლით კურსთან დაკავშირებული რისკები. ადგილობრივი კაპიტალის ბაზრის მხარდასაჭერად კი აზიის განვითარების ბანკი სესხის დაფინანსებისთვის ლარში დენომინირებულ ობლიგაციებს გამოუშვებს.

თანმხლები ტექნიკური დახმარების ფარგლებში აზიის განვითარების ბანკი ასევე გამოყოფს 700,000 აშშ დოლარამდე გრანტს, რათა ხელი შეუწყოს რეგიონებში კრედო ბანკის ციფრული ინფრასტრუქტურის გაფართოებასა და კლიმატისადმი მდგრადი მეურნეობის ცნობიერების ამაღლებას. აღნიშნული გრანტი გაზრდის ქალთა ფინანსურ ხელმისაწვდომობას და დაეხმარება მათ ფინანსური თუ ციფრული ცოდნის კომპეტენციის გაუმჯობესებაში.

„ჩვენ ძალიან ვაფასებთ აზიის განვითარების ბანკთან გრძელვადიან სტრატეგიულ პარტნიორობას. წლების განმავლობაში, მათმა უწყვეტმა მხარდაჭერამ, 185 მილიონ ლარზე მეტი ჯამური ინვესტიციების სახით, დიდი წვლილი შეიტანა ჩვენი ბანკის ზრდასა და განვითარებაში. აღნიშნული გარიგება განსაკუთრებულია, რადგან ის დაეხმარება სასოფლო-სამეურნეო ბიზნესების გაძლიერებას, ქალ მეწარმეებზე გამორჩეული აქცენტით. აღსანიშნავია, ტექნიკური დახმარება, რომელიც გააძლიერებს ბანკის დიჯიტალიზაციის პროცესს და ხელსს შეუწყობს კლიმატისადმი მდგრადი მეურნოების განვითარებას“, - განაცხადა კრედო ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ზაზა ფირცხელავამ.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა, ქალბატონმა ნათია თურნავამ მიულოცა კრედო ბანკსა და აზიის განვითარების ბანკს 65 მილიონი ლარის ოდენობის ხელშეკრულების გაფორმება: „აღნიშნული შეთანხმება მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს მასშტაბით ფინანსური ხელმისაწვდომის ზრდაში, განსაკუთრებით კი რეგიონებში. ფინანსური სექტორის როლი გრძელვადიანი და მდგრადი ეკონომიკური ზრდის ხელშეწყობაში უმნიშვნელოვანესია და კრედო ბანკს დიდი წვლილი მიუძღვის ამ პროცესში მიკრო, მცირე და საშუალო ბიზნესების მხარდაჭერაში. ფაქტი, რომ აზიის განვითარების ბანკი ადგილობრივ ვალუტაში დენომინირებულ ობლიგაციებს გამოსცემს, კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ იგი არის საქართველოს კაპიტალის ბაზრების განვითარების მოწინავე მხარდამჭერი“.

„ქალები ქვეყანაში აგრო სფეროში დასაქმებულთა და სასოფლო მეურნეობების მფლობელთა მესამედზე მეტს წარმოადგენენ, თუმცა კვლავ შეზღუდულად აქვთ ხელმისაწვდომობა ფინანსურ მხარდაჭერაზე. კრედო ბანკი კი გამორჩეულად ორიენტირებულია აღნიშნულის აღმოფხვრაზე“, - განაცხადა აზიის განვითარების ბანკის კერძო სექტორის ოპერაციების დეპარტამენტის გენერალურმა დირექტორმა, სიუზან გაბურიმ. „გარდა ამისა, ეს პროექტი ხელს შეუწყობს სურსათის შიდა წარმოებას და იმპორტის ჩანაცვლებას საქართველოს სასურსათო უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით“.

კრედო ბანკი მეხუთე კომერციული ბანკია საქართველოში. იგი ქვეყნის მასშტაბით 88 სერვის ცენტრითა და ციფრული ინფრასტრუქტურით, 486 ათასზე მეტ აქტიურ მომხმარებელს ემსახურება, რომელთაგან ნახევარზე მეტი ქალია. ბანკის მფლობელებს წარმოადგენენ სოციალური გავლენისა და განვითარების მქონე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები: გერმანული Access Microfinance Holding AG, შვეიცარიული responsAbility Investments AG, ნიდერლანდური Triodos Investment Management BV და ფრანგული Proparco. 2015 წლიდან აზიის განვითარების ბანკი კრედო ბანკთან მუშაობს პროექტებზე, რომელთა შორისაა მცირე და საშუალო ბიზნესების, ხელმისაწვდომი საცხოვრებელი პირობების დაფინანსება და COVID-19-ით გამოწვეული პრობლემების აღმოფხვრა.

აზიის განვითარების ბანკის მიზანია, ხელი შეუწყოს აზიისა და წყნარი ოკეანის რეგიონის წარმატებულ, მრავალმხრივ, მედეგ და მდგრად განვითარებას. ამავდროულად, ის აგრძელებს მუშაობას რეგიონში უკიდურესი სიღარიბის აღმოსაფხვრელად. 1966 წელს დაარსებული ორგანიზაცია აერთიანებს 68 ქვეყანას, მათ შორის 49 - აზიის რეგიონიდანაა წარმოდგენილი.

(R)

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო