ლაშა ტუღუში - მე ვფიქრობ, რომ რუსეთი აუცილებლად ჩაერევა საქართველოს არჩევნებში იმიტომ, რომ რა დოზითაც არ უნდა აკონტროლებდეს, ყოველთვის უფრო მეტი უნდათ

მე ვფიქრობ, რომ რუსეთი აუცილებლად ჩაერევა საქართველოს არჩევნებში იმიტომ, რომ რა დოზითაც არ უნდა აკონტროლებდეს, ყოველთვის უფრო მეტი უნდათ, - ამის შესახებ „ლიბერალური აკადემია თბილისის“ დირექტორმა, ლაშა ტუღუშმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

ლაშა ტუღუშის თქმით, საპარლამენტო არჩევნებისთვის რუსეთის მხრიდან საქართველოს მიმართ ძალიან ბევრი ცუდი ნაბიჯია მოსალოდნელი.

„ისინი არ დაკმაყოფილდებიან კონტროლის იმ ხარისხით, რომელიც გააჩნიათ ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში. მე ველოდები, რომ იქნება სერიოზული პრობლემები. რაში გამოიხატება ეს პრობლემები და რა ინტერესები აქვს დღეს რუსეთს საქართველოში, რის გაუარესებას მოინდომებს, ამაზე შეიძლება ვისაუბროთ, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ის მოინდომებს ბევრად უფრო უარესი სურათის მიღებას, ვიდრე დღეს არის საქართველოში. გასაგებია, რომ ჩვენ ბევრი პრობლემა გვაქვს, ძალიან სერიოზული პრობლემა, მაგრამ მათი ინტერესი უფრო მეტია. მათი მადა უფრო მეტია იმასთან შედარებით, რითაც დღეს კმაყოფილდებიან. მე ველოდები მათი მხრიდან ბევრ ცუდ ნაბიჯს“, - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

ლაშა ტუღუშმა გადაცემა „რეზიუმეში“ მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ პრემიერ-მინისტრის არ დასწრების მიზეზი მიღებულ დოკუმენტში საქართველოს შესახებ არსებული კრიტიკული ჩანაწერია.

„საკმაოდ უხერხულ ვითარებაში აღმოჩნდა საგარეო საქმეთა მინისტრი. საბოლოო დოკუმენტი, რომელიც მიიღეს, სადაც საქართველოზე რაღაცები წერია, ძალიან მტკივნეულია ხელისუფლებისთვის. როცა შენს ლიდერს მოიხსენიებენ სხვა ქვეყნის ოლიგარქად და ასე შემდეგ, ეს ძალიან მტკივნეული იყო და ბუნებრივია მათი პროტესტიც. როცა ასეთი დოკუმენტი იქმნება, ეს არ არის ხოლმე სიურპრიზი. მე არ მგონია, რომ ეს ბოლო 15 წუთში გაეგოთ, ეტყობა იცოდნენ და გარკვეულწილად მიდიოდა ამაზე მოლაპარაკებები. დასავლეთს არ სჩვევია ასეთ ტიპის სიურპრიზები, ისინი, მით უმეტეს რომ საქართველო დღეს კანდიდატი ქვეყანაა და როცა შენზე რაღაცას წერენ ასეთი ტიპის დოკუმენტებში, აუცილებლად წინასწარ გეუბნებიან და ცნობილია. ამიტომ ეს უხერხულობა ძალიან სერიოზული ხასიათისაა და არ არის მისაღები ამ ხელისუფლებისათვის“, - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

გიორგი ლაბაძე - „ქართულ ოცნებას“ ტრამპის მსგავსად ჰარისის გუნდიც მნიშვნელოვან პრობლემებს შეუქმნის
მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.11.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში