დმიტრო კულება - ევროპაში დამზადებული ჭურვები ევროპის დაცვას უნდა მოხმარდეს - საკმარისი მხარდაჭერით უკრაინას რუსული აგრესიის დამარცხება და ევროპისთვის ცუდი სცენარის თავიდან აცილება შეუძლია

ევროპაში დამზადებული საარტილერიო ჭურვები ევროპის დაცვას უნდა მოხმარდეს, - ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებს ბრიუსელში გამართულ შეხვედრაზე განუცხადა.

დმიტრო კულებამ ევროპელ კოლეგებს მოუწოდა, რომ საექსპორტო კონტრაქტები გააუქმონ, ყველა არსებული ევროპული წარმოება უკრაინის ფრონტისკენ და ევროპის თავდაცვის საჭიროებებისკენ მიმართონ, საარტილერიო ჭურვები ევროპის გარეთ მოიძიონ და შიდა წარმოება განავითარონ.

„ყველა საარტილერიო ჭურვი, რომელიც ამჟამად ევროპაში იწარმოება, ევროპის დაცვას უნდა მოხმარდეს. ჩვენ ეს წესად უნდა მივიღოთ“, - განაცხადა დმიტრო კულებამ.

ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების წინაშე სიტყვით გამოსვლისას, დმიტრო კულებამ, სხვა საკითხებთან ერთად, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების, გაყინული რუსული აქტივების კონფისკაციისა და რუსეთზე დაწესებული სანქციების ზეწოლის გაზრდის შესახებ ისაუბრა.

„სამწუხაროდ, ახლა ევროპის ცაზე - აღმოსავლეთში ომის კვამლი დგას და ევროპის ჰაერში ომის სურნელი ტრიალებს, მაგრამ დროული და საკმარისი მხარდაჭერით უკრაინას რუსული აგრესიის დამარცხება და ევროპისთვის ყველაზე ცუდი სცენარის თავიდან აცილება შეუძლია“, - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს