მამუკა მდინარაძე საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი გახდა - პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოსტზე ნინო წილოსანის, ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარედ კი რატი იონათამიშვილის კანდიდატურები იქნება წარდგენილი

უმრავლესობის ლიდერი ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე გახდა. ამის შესახებ უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ მდინარაძემ ჟურნალისტებს თავად განუცხადა.

ამასთან, მისივე თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ მხარი დაუჭირა ფრაქციის თავმჯდომარედ რატი იონათამიშვილის კანდიდატურას.

მდინარაძის განცხადებით, პარლამენტის ვიცე-სპიკერის პოზიციაზე უმრავლესობა პარლამენტს აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის, ნინო წილოსანის კანდიდატურას წარუდგენს.

„პარლამენტის შიგნით, რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება მივიღეთ. პირველი საკადრო ცვლილება იყო უმრავლესობის ლიდერის არჩევა და აქ მე დამიჭირეს მხარი. ეს ინფორმაცია წინასწარაც იყო ცნობილი. ასევე ჩვენ რამდენიმე ცვლილება მივიღეთ. ასევე ვაკანტურია ვიცე-სპიკერის პოზიცია ირაკლი ჩიქოვანის თავდაცვის მინისტრად გადასვლის შემდეგ. ამ პოზიციაზე უმრავლესობა პარლამენტს წარუდგენს ასარჩევად ნინო წილოსანის კანდიდატურას.

ასევე ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ ერთხმად დაუჭირა მხარი ფრაქციის თავმჯდომარედ რატი იონათამიშვილის კანდიდატურას.

ფრაქციის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ არჩეული იქნა გიორგი ცაგარეიშვილი. მას შემდეგ რაც პარლამენტის მიერ ნინო წილოსანი არჩეული იქნება ვიცე-სპიკერად, თავისუფლდება მისი ადგილი, აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის ადგილი და აქ ჩვენ წარვადგენთ მის პირველ მოადგილეს გელა სამხარაულს, ხოლო აგრარული კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილის თანამდებობაზე წარვადგენთ დაჩი ბერაიას კანდიდატურას“,- განაცხადა მდინარაძემ.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა