გიორგი ვაშაძე - ივანიშვილის პარტია ქუთაისელებს დაჰპირდა, რომ ელექტრომობილების ქარხანა აშენდებოდა, თუმცა იქ პირუტყვის მეტი არაფერი გვინახავს, ადგილიდან ღობეც კი წაიღეს - დაცინვაა ამათი მიდგომა

ივანიშვილის პარტია ქუთაისელებს დაჰპირდა, რომ აქ აშენდებოდა ელექტრომობილების ქარხანა, თუმცა იქ პირუტყვის მეტი­ არაფერი გვინახავს, ადგილიდან ღობეც კი წაიღეს. იდეის წარსადგენად, ლაზერებზე, რობოტებსა და პრეზენტაციაზე 1 მილიონი ლარი დახარჯეს, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ ქუთაისში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა.

როგორც გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, ქუთაისში ელექტრომანქანების ქარხნის აშენება „ოცნების“ მორიგი ცრუ დაპირება აღმოჩნდა.

„ივანიშვილის პარტია ქუთაისელებს დაჰპირდა, რომ აქ აშენდებოდა ელექტრომობილების ქარხანა, თუმცა იქ პირუტყვის მეტი არაფერი გვინახავს, ადგილიდან ღობეც კი წაიღეს. იდეის წარსადგენად, ლაზერებზე, რობოტებსა და პრეზენტაციაზე 1 მილიონი ლარი დახარჯეს.

კალაძე გამოვიდა, სმარტფონში ექნება აპლიკაცია ყველა მოქალაქესო. აეროდრომის ტერიტორიაზე ჰქონდათ ეს პრეზენტაცია და თქვეს, მოქალაქეებს მივცემთ სმარტფონებს, ელექტრომანქანებს ასე გამოიძახებენ და ჩვენთან წარმოებული ელექტრომანქანა მივა მათთანო. ამოვიღეთ ვიდეოკადრები. ორი პრეზენტაცია ჰქონდათ. თითო პრეზენტაცია ნახევარი მილიონი ლარი დაუჯდათ. რაიმე გვინახავს აეროდრომის ტერიტორიაზე? დაცინვაა ამათი მიდგომა, ტყუილი, ტყუილი და ტყუილი, დავამთავროთ ეს და მივხედოთ საქმეს“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა