ჯოზეფ ბორელის განცხადებით, ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 26 ღაზაში ჰუმანიტარულ პაუზას ითხოვს

ევროკავშირის 26 სახელმწიფო ღაზაში ჰუმანიტარულ პაუზას ითხოვს, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირის 27 ქვეყნიდან 26 თანახმაა, „დაუყოვნებლივი ჰუმანიტარული პაუზა მოითხოვონ, რაც მდგრად ცეცხლის შეწყვეტას, მძევლების უპირობო გათავისუფლებასა და ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენას გამოიწვევს“.

ჯოზეფ ბორელმა არ დააკონკრეტა, რომელი ქვეყანა არ დათანხმდა ცეცხლის შეწყვეტის მოწოდებას.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა