მიხეილ სააკაშვილი - ამ დღეებში ჩემი საკითხი ევროპულ დედაქალაქებსა და მიუნხენში რამდენიმე უმაღლესი დონის შეხვედრაზე განიხილეს - ეს არა მხოლოდ ჩემთვის კეთდება, არამედ საქართველოსთვისა და უკრაინისთვის

ამ დღეებში ჩემი საკითხი ევროპულ დედაქალაქებსა და მიუნხენში რამდენიმე უმაღლესი დონის შეხვედრაზე განიხილეს. ეს არა მხოლოდ ჩემთვის კეთდება, არამედ საქართველოსთვისა და უკრაინისთვის, - ამის შესახებ მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე წერს.

მისი თქმით, მიუნხენის კონფერენციაზე პოლონეთის ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, რადოსლავ სიკორსკიმ მისი გათავისუფლებისკენ საჯაროდ მოუწოდა.

„მიუნხენის კონფერენციაზე, ევროპაში საქართველოს მთავარი მოკავშირის - პოლონეთის ახალმა საგარეო მინისტრმა, ჩემი გათავისუფლებისკენ საჯაროდ მოუწოდა. იგივე გააკეთა მის საჯარო გამოსვლაში უკრაინის საგარეო მინისტრმა დმიტრი კულებამ.

ამის გარდა, ამ დღეებში ჩემი საკითხი ევროპულ დედაქალაქებსა და მიუნხენში რამდენიმე უმაღლესი დონის შეხვედრაზე განიხილეს. ეს არა მხოლოდ ჩემთვის კეთდება, არამედ საქართველოსთვისა და უკრაინისთვის. დიდი მადლობა ყველას, ისევე როგორც მადლიერი ვარ სოფო ჯაფარიძისა და სხვა ორგანიზატორების აქტიურობის ხელმოწერების შეგროვების საქმეში და მადლობელი ვარ თითოეული ქართველის, ვინც ხელს აწერს ჩემი გათავისუფლების მოთხოვნას“,- წერს სააკაშვილი.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება