უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-13 პაკეტს უნგრეთი არ დაბლოკავს

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-13 პაკეტს უნგრეთი არ დაბლოკავს, - ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ევროკავშირის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

პიტერ სიიარტომ განმარტა, რომ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-13 პაკეტის ყველა ის ელემენტი, რომელიც უნგრეთის ინტერესებს აზიანებდა ამოღებულია, ამიტომ უნგრეთი მის დამტკიცებას წინააღმდეგობას არ გაუწევს.

„სანქციების სიაში შემავალი კონკრეტული ზომები, უნგრეთის ფუნდამენტურ ეკონომიკურ ინტერესებზე გავლენას არ ახდენს, მაგრამ პრობლემა გაცილებით დიდია. ევროკავშირი სრულიად წარუმატებელ სტრატეგიას აგრძელებს, რომელიც მშვიდობასთან დაახლოების ნაცვლად, მას გვაშორებს“, - განაცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

სიიარტომ ევროკავშირის პოლიტიკა გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ სანქციების წინა პაკეტებმა ზიანი მხოლოდ ევროკავშირის ეკონომიკას მიაყენა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
„არდი“ და Amadeo ბიზნესების ფინანსური მართვის გასაძლიერებლად პარტნიორობას იწყებენ
Skillwill-ი Anthropic-ის Claude Partner Network-ს შეუერთდა - AI Literacy ყველა აკადემიური პროგრამის განუყოფელი ნაწილი იქნება