რაფაელ გროსი - გაერო-ს ზეწოლის მიუხედავად ირანი ურანის გამდიდრებას აგრძელებს

გაერო-ს ზეწოლის მიუხედავად ირანი ურანის გამდიდრებას აგრძელებს, - ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა, რაფაელ მარიანო გროსიმ განაცხადა.

„ეს შენელება და აჩქარება ციკლს ჰგავს, რომელიც ჩემთვის ფუნდამენტურ ტენდენციას, მაღალგამდიდრებული ურანის მარაგის მუდმივი ზრდის ტენდენციას, არ ცვლის“, - განაცხადა რაფაელ მარიანო გროსიმ.

გროსის თქმით, მომავალ თვეში ირანში ვიზიტს გეგმავს, ხოლო იქამდე რუსეთში ჩასვლა და ვლადიმერ პუტინთან ირანის, ახლო აღმოსავლეთისა და უკრაინის საკითხის განხილვა სურს.

„რუსეთს ირანთან დაკავშირებით თავისი როლი აქვს. მან წარსულში, როგორც ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის ქვეყანამ თავისი როლი ითამაშა და ამჟამინდელ ვითარებაში, როდესაც ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმა თითქმის მთლიანად დაშლილია, სიცარიელე რაღაცამ უნდა შეავსოს“, - აღნიშნა ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია