გაერო-ს გენერალურმა მდივანმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა

გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიო გუტერეშმა ირაკლი კობახიძეს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა.

„თქვენი ხელმძღვანელობით, გაერო-სა და საქართველოს მთავრობას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას მოუთმენლად ველი, მაშინ როდესაც თქვენ დემოკრატიული ინსტიტუტების, კანონის უზენაესობისა და გენდერული თანასწორობის გაძლიერების ვალდებულებას ასრულებთ. გაერო ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილების ერთგული რჩება.

დარწმუნებული იყავით, რომ საქართველოს მთავრობასა და ხალხს მდგრადი განვითარების მიზნებისკენ სწრაფვაში შეუძლია გაერო-ს მუდმივი მხარდაჭერისა და თანამშრომლობის იმედი ჰქონდეს, მათ შორის საქართველოში გაერო-ს გუნდის მეშვეობით“, - წერს გაერო-ს გენერალური მდივანი ირაკლი კობახიძეს მისალოც წერილში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია