კანადა უკრაინას 800-ზე მეტ დრონს გადასცემს

კანადა გაზაფხულისთვის უკრაინაში ასობით თანამედროვე საბრძოლო დრონს გააგზავნის, - ამის შესახებ კანადის თავდაცვის მინისტრმა, ბილ ბლერმა განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყანა უკრაინისთვის 800-ზე მეტი SkyRanger R70 ტიპის დრონის გადასაცემად 95 მილიონ დოლარზე მეტი მოცულობის ინვესტიციას განახორციელებს.

ბლერის განმარტებით, კანადური წარმოების ეს დრონები ერთ-ერთი საუკეთესოა მსოფლიოში დრონების ამ კლასში.

"მათ შეუძლიათ 3.5 კგ-მდე წონის სხვადასხვა ტვირთის, მათ შორის საბრძოლო მასალის, გადაზიდვა. ეს დრონები დაეხმარება უკრაინელებს ფრონტის ხაზზე სწრაფად, ზუსტად და ეფექტურად ამოიცნონ სამიზნეები. ველით, რომ პირველ სისტემებს უკრაინის შეიარაღებულ ძალები ამ გაზაფხულზე მიიღებენ. ისინი ჩქარობენ – და ჩვენც", - განმარტა მინისტრმა.

მისი თქმით, დრონის მწარმოებელთან გაფორმებული ხელშეკრულება ასევე მოიცავს სათადარიგო ნაწილების მიწოდებას და ტექნიკურ მომსახურებას.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია