ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ვენახების შესახებ საკადასტრო მონაცემების განახლებას რეგულარულად ახორციელებენ

ვენახის მესაკუთრის ცვლილების, ვენახის გაშენება/ამოძირკვის, არენდით გადაცემის და სხვა ცვლილებების შემთხვევაში, აუცილებელია ვენახების საკადასტრო მონაცემების განახლება, რასაც ღვინის ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები განახორციელებენ.

ამის შესახებ ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

„მოქმედი რეგულაციით, ვენახის საკადასტრო ამონაწერის გარეშე, მევენახე ვერ შეძლებს საწარმოში ყურძნის ჩაბარებას, ხოლო მეღვინე ღვინის რეალიზაციას. ღვინის ეროვნულმა სააგენტომ პროგრამა 2014 წელს დაიწყო რაჭა-ლეჩხუმის რეგიონის ვენახების აღწერით; 2015-2021 წლებში პროგრამა განხორციელდა კახეთის რეგიონში, 2022 წელს - ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, მცხეთა-მთიანეთსა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში, ხოლო 2023 წელს - აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, იმერეთში, სამეგრელოსა და გურიის რეგიონებში, რითაც პროგრამამ ქვეყნის მევენახეობის ყველა რეგიონი მოიცვა.

დღევანდელი მდგომარეობით, მთელი ქვეყნის მასშტაბით, ვენახები სრულად აღწერილია, შეკრებილია ინფორმაცია 48 642 ჰა ვენახის, 47 091 მევენახის და 170 174 ნაკვეთის შესახებ. ვენახების კადასტრი აუცილებელია მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარების და საერთაშორისო ბაზრებზე ქართული ღვინის კონკურენტიანობის ზრდისთვის.

ვენახების კადასტრი თითოეული ვენახის ნაკვეთის იდენტიფიკაციით, მევენახეების და ვენახების შესახებ დეტალური ინფორმაციის აღწერით იქმნება. რეგისტრირებულ ვენახზე ინფორმაცია მოიცავს ვაზის ჯიშებს, დარგვის თარიღს, ვენახის მდგომარეობას, მდებარეობას, ფართობს და სხვა მონაცემებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ავთანდილ წულაძე - ტრამპი უკრაინა-რუსეთის ომთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის არიდებას ცდილობს, მხარეებს მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს, მაგრამ, ახლა უკრაინაზე და ევროპაზე ისეთ ზეწოლას არ ახდენს, როგორც მანამდე
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
ოცნებები ხდება, მთავარია გჯეროდეს! - ახალი თიბისი ბარათის მომხმარებელი, რომელიც 10 000 ლარიანი საგზურით დასაჩუქრდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით, ეროვნული ბანკის კონკურსი - „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ დაიწყო
BTU სტუდენტებისთვის AI ბანაკს გამართავს