გიორგი ვაშაძე - უცხოელ დამკვირვებლებს აქვთ გადამწყვეტი მნიშვნელობა - ნომერ პირველ საკითხად ვაპირებთ დავაყენოთ ემიგრანტების ხმის მიცემის შესაძლებლობა

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ისინი აპირებენ ემიგრანტებისთვის ხმის მიცემის შესაძლებლობის საკითხი დააყენონ. ამის შესახებ ვაშაძემ ჟურნალისტებს NDI -ის სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრამდე განუცხადა.

„უცხოელ დამკვირვებლებს აქვთ გადამწყვეტი მნიშვნელობა. ასევე, ნომერ პირველ საკითხად ვაპირებთ დავაყენოთ ემიგრანტების ხმის მიცემის შესაძლებლობა. არ შეიძლება ადამიანებს, ვინც უმუშევრობის, ეკონომიკური სიდუხჭირის გამო იძულებული გახდა უცხოეთში წასულიყო, ვის გადმორიცხულ თანხებზეც არსებობს ლამის მთელი საქართველო, არ ჰქონდეთ არჩევნებში ნორმალურად მონაწილეობის შესაძლებლობა. ამიტომ ჩვენი მთავარი საკითხია, ემიგრანტებს მივცეთ ხმის უფლება“,- განაცხადა ვაშაძემ.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა