ჰერმან საბოს განცხადებით, საერთაშორისო დამკვირვებლები ხვდებიან და იციან რამხელა მნიშვნელობა აქვს არჩევნებს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე

„გირჩის“ დეპუტატის, ჰერმან საბოს განცხადებით, საერთაშორისო დამკვირვებლები ხვდებიან და იციან რამხელა მნიშვნელობა აქვს არჩევნებს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე.

ამის შესახებ მან ჟურნალისტებს NDI-ის სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრის დაწყებამდე განუცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასე ადრე ჩამოვიდნენ და დაპირება გვაქვს, რომ გრძელვადიანი დაკვირვება იქნება არჩევნებზე. თვითონაც ხვდებიან რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ არჩევნებს; რამხელა მნიშვნელობა აქვს ამ არჩევნებს ევროკავშირთან ინტეგრაციის გზაზე. იმედია, რომ მათი ჩართულობა იქნება ისეთივე აქტიური, როგორიც წლების განმავლობაში იყო - ხოლმე. ჩვენ არ ვაპირებთ განსაკუთრებულ წუწუნს, ყველამ იცის რაც ხდება საქართველოში, როგორი მთავრობაც გვყავს. ალბათ ოპოზიციის ყველა წარმომადგენლის თხოვნა იქნება კარგად დააკვირდნენ არჩევნებს, იყვნენ მიუკერძოებლები და არცერთ მხარეს არ მისცენ მანიპულაციის საშუალება, ობიექტური დამკვირვებლები იყვნენ მთელი ამ პროცესის“,- განაცხადა ჰერმან საბომ.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა