კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ელექტრონული კომერციის ბაზარზე მოკვლევა დაიწყო

საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ელექტრონული კომერციის ბაზარზე ექსკლუზიური პირობების დაწესებასთან დაკავშირებით მოკვლევა დაიწყო.

კონკურენციის სააგენტოს ინფორმაციით, საკითხი ეხება “კონკურენციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის (კონკურენციის საწინააღმდეგო შეთანხმება) სავარაუდო დარღვევის ფაქტს. კერძოდ, “მასტერქარდის” ბარათის მფლობელებისთვის მხოლოდ “თინეთის” კუთვნილ ვებ-პორტალზე - www.swoop.ge ექსკლუზიურად ხდებოდა ფასდაკლებების შეთავაზება კონკრეტული პროდუქტების რეალიზაციისას.

„შესაბამისად, სააგენტომ სავარაუდო დარღვევის შესახებ მოკვლევა უცხოური საწარმოს ფილიალის “მასტერქარდის წარმომადგენლობა საქართველოს“ და შპს “თინეთის” მიმართ დაიწყო.

სავარაუდო დარღვევის შესახებ ინფორმაცია სააგენტოში კომპანია “რეშენალ სოლუშენსის“ (www.hotsale.ge) მიერ იქნა მოწოდებული. მოგვიანებით კომპანიამ მის მიერ წარმოდგენილი საჩივარი გაიხმო, თუმცა მასში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებებისა და თანდართული მტკიცებულებების საფუძველზე სავარაუდო დარღვევის ფაქტთან დაკავშირებით გონივრული ეჭვი წარმოიშვა. შესაბამისად, სააგენტომ, საკუთარი ინიციატივით, საქმის მოკვლევა დაიწყო,”, - აღნიშნულია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ინფორმაციისთვის, 2023 წელს, სააგენტომ 8 მოკვლევის საქმე დაასრულა, სადაც 3 შემთხვევაში შეთანხმებული ქმედება დადგინდა. 2 შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოების მხრიდან კონკურენციის შეზღუდვა, 1 შემთხვევაში არაკეთილსინდისიერი კონკურენციის ფაქტი. 1 შემთხვევაში დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენება არ დადასტურდა, ხოლო 1 შემთხვევაში მოკვლევა მომჩივნის განაცხადის საფუძველზე შეწყდა. ამ დროისთვის მიმდინარე რეჟიმშია 4 მოკვლევა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია