ლიეტუვის პრემიერი - მოდით, ახლავე შევაიარაღოთ უკრაინა!

რუსეთს არ აქვს სიტყვის უფლება ევროკავშირისა და ნატოს გადაწყვეტილებებში. მოდით, ახლავე შევაიარაღოთ უკრაინა, რათა საბოლოოდ გადავცეთ ეს გზავნილი, - ამის შესახებ ლიეტუვის პრემიერ-მინისტრმა ინგრიდა შიმონიტემ განაცხადა.

„დღეს უკრაინა პატივს მიაგებს "ზეციური ასეულს“ - ღირსების რევოლუციის გმირებს, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე გაწირეს დემოკრატიული უკრაინისა და ერის უფლებისთვის, თავად აირჩიოს საკუთარი მომავალი. მათ წინააღმდეგობა გაუწიეს თავიანთი ქვეყნის რუსეთის „გავლენის სფეროს“ წყვდიადში ჩათრევის მცდელობას, რაც კრემლის სახელმძღვანელოში ნიშნავს ლიცენზიას დამორჩილებისთვის, მკვლელობის და წამებისთვის“, - აღნიშნა ლიეტუვის პრემიერმა.

მისი თქმით, 10 წლის შემდეგ უკრაინის გზავნილი იგივე რჩება: რუსეთს არ აქვს ვეტოს უფლება უკრაინის ხალხის გადაწყვეტილებებზე.

„რუსეთს არც ევროკავშირისა და ნატოს გადაწყვეტილებებში აქვს სიტყვის უფლება. მოდით, ახლავე შევაიარაღოთ უკრაინა, რათა საბოლოოდ გადმოვცეთ ეს გზავნილი“, - აღნიშნა ლიეტუვის პრემიერმა სოციალურ ქსელ X-ზე.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია