რადოსლავ სიკორსკი - უკრაინაში ვითარება დრამატული ხდება, დახმარების შესახებ გადაწყვეტილების მიღება, შესაძლოა, დაგვიანებული გახდეს

პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, რადოსლავ სიკორსკის განცხადებით, იმედგაცრუებულია უკრაინისთვის საბრძოლო მასალის მიწოდების საკითხში პროგრესის ნაკლებობით და რომ ზოგიერთი ქვეყანა კვლავ ბლოკავს ევროპის მშვიდობის ფონდის ფარგლებში სპეციალური მექანიზმის შექმნას საბრძოლო მასალის მიწოდების დასაფინანსებლად.

მედიის ინფორმაციით, რადოსლავ სიკორსკიმ ამის შესახებ ჟურნალისტებს ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტრების გუშინდელი შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

„უკრაინაში ვითარება დრამატული ხდება. მოვუწოდე, რომ საბოლოოდ მიგვეღო გადაწყვეტილება. როგორც ვხედავთ, ავდიივკა უკვე დაეცა, რუსები რამდენიმე მიმართულებით მიიწევენ წინ, შეიძლება დაგვიანებული გახდეს“, - აღნიშნა რადოსლავ სიკორსკიმ.

გასულ კვირას სიკორსკიმ, ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრ დევიდ კამერონთან ერთად, აშშ-ს კონგრესს და პირადად წარმომადგენელთა პალატის სპიკერს, მაიკ ჯონსონს მოუწოდა, დაემტკიცებინათ კანონპროექტი, რომელიც უკრაინის დამარებას ითვალისწინებს.

ავთანდილ  წულაძე - ხელისუფლება ცდილობს, თავიდან აირიდოს კონფლიქტები იმ დიდ ქვეყნებთან, რომლებიც სამხრეთ კავკასიაში გავლენისთვის ერთმანეთს ეჯიბრებიან, თუმცა, მათ შორის ნეიტრალიტეტის შენარჩუნება პერსპექტივაში პრაქტიკულად შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა