დიმიტრი ხუნდაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო პანელზე დგას პრეზიდენტი პრეზიდენტის სასახლიდან და მიხეილ სააკაშვილი „ვივა მედიდან“ - ამ ორიდან ერთ-ერთის ლიდერობა „გლობალური ომის პარტიასაც“ აწყობს

„ხალხის ძალის“ დეპუტატის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ქვეყნის მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ და ე.წ. რადიკალური ოპოზიციის საარჩევნო პანელზე დგანან და ამ ორიდან ერთ-ერთის ლიდერობა ე.წ. „გლობალური ომის პარტიასაც აწყობს.

მისი თქმით, თუკი „ნაციონალური მოძრაობის“ და „რადიკალური ოპოზიციის“ ლიდერად სალომე ზურაბიშვილი შეირჩა, მაშინ ის მიხეილ სააკაშვილს არ შეიწყალებს, მაგრამ თუკი პირიქით მოხდა და ლიდერად სააკაშვილი შეირჩა - ზურაბიშვილი გარე დაკვეთის შესრულებას და ექსპრეზიდენტის შეწყალებას შეეცდება.

როგორც ხუნდაძე აღნიშნავს, ვერც ერთ და ვერც მეორე შემთხვევაში „რადიკალური ფრთა“ არჩევნების მოგებას ვერ შეძლებს.

„ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ და ერთიანად „რადიკალური ოპოზიციის საარჩევნო პანელზე დგას პრეზიდენტი პრეზიდენტის სასახლიდან და მიხეილ სააკაშვილი „ვივა მედიდან“. რა თქმა უნდა, მათი პანელზე დგომა და ამ ორიდან ერთ-ერთის ლიდერობა „გლობალური ომის პარტიასაც“ აწყობს და არის არა მხოლოდ შიდა, არამედ გარე მხარდაჭერაც მათ მიმართ. შეიწყალებს თუ არა სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილს, ეს დამოკიდებულია იმ არჩევანზე, ორიდან რომელი იქნება [ლიდერი]. თუ “ნაციონალური მოძრაობის“ და „რადიკალური ოპოზიციის“ ლიდერად შეირჩა სალომე ზურაბიშვილი, მაშინ ვფიქრობ, ის მიხეილ სააკაშვილს არ შეიწყალებს, მაგრამ თუ გადაწყდა, რომ „რადიკალური ოპოზიციის“ ლიდერი მიხეილ სააკაშვილი უნდა იყოს, მაშინ, რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილი შეეცდება, რომ გარე დაკვეთა შეასრულოს, შიდა „ნაციონალური მოძრაობის“ და „რადიკალური ფრთის“ სურვილებიც აღასრულოს და მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს,“ - განაცხადა ხუნდაძემ.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 29.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ