ხატია დეკანოიძის განცხადებით, საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება

„ევროოპტიმისტების“ დეპუტატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, საარჩევნო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება.

როგორც ხატია დეკანოიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ეს NDI -ის სადამკვირვებლო მისიასთან საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო.

„მიუხედავად 9 დათქმისა და იმ პრინციპებისა, რომელიც უნდა შევასრულოთ, საქართველოს პარლამენტში სწორედ საარჩევნო კოდექსში შესატანი ცვლილებები განიხილება. ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია, სადამკვირვებლო მისიები ამის თაობაზეც საქმის კურსში იყვნენ და ამაზე ჰქონდეთ შეფასება. იმის პარალელურად, როდესაც ჩვენ ვსაუბრობდით საქართველოში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარებაზე, საქართველოს პარლამენტში განიხილება საარჩევნო კოდექსში ცვლილებები, რომელიც ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება. ზოგადად, ყველას უნდა გვესმოდეს, რომ თუ საქართველოში არ ჩატარდება თავისუფალი არჩევნები, საქართველოს არ გაუხსნიან მოლაპარაკებებს დეკემბერში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა“,-განაცხადა დეკანოიძემ.

ცნობისთვის, საარჩევნო ადმინისტრაციის ფორმირების წესთან დაკავშირებით საარჩევნო კანონმდებლობაში დაგეგმილ ცვლილებებს დღეს პარლამენტი საბოლოო - მესამე მოსმენით განიხილავს.

ბიუროს გადაწყვეტილებით, “საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებები 20 თებერვლის პლენარული სხდომის დღის წესრიგში ასახულია.

„საარჩევნო კოდექსსა“ და მასთან ერთად პარლამენტის რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების პროექტის გათვალისწინებით, ცესკოს თავმჯდომარისა და ე.წ. პროფესიული წევრების არჩევის წესი და კვორუმი კიდევ ერთხელ იცვლება - მათი არჩევის პროცესში ხმათა 3/5-იანი კვორუმი შემოდის. კანონპროექტი ცესკოს თავმჯდომარისა და წევრების არჩევის 3-ეტაპიან პროცესს ითვალისწინებს.

ვიტალი ბალა - უკრაინა ახლა პოლიტიკური კრიზისის ზღუბლზეა, იმედი მაქვს, ის პრობლემები, რომელიც უკრაინის უმაღლეს ეშელონებშია, გავლენას არ იქონიებს რუსეთის წინააღმდეგ მიმდინარე  ომზე
ქართული პრესის მიმოხილვა 16.07.2026
Café del Mar საქართველოშია - VR Holding-მა მსოფლიო ბრენდის პირველი ოფიციალური Beach Club გახსნა
წინანდლის ფესტივალს „სილქნეტი“ მერვედ წარადგენს