გარემოს ეროვნული სააგენტო - ადიგენში ადგილი აქვს დროებით სტაბილიზაციაში მყოფი, ძველი მეწყრული სხეულის გააქტიურებას - სააგენტოს სპეციალისტები გეოლოგიური პროცესების შესაფასებლად იმყოფებიან ბორჯომში, ხონსა და ჩოხატაურშიც

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჯგუფი ადიგენის მუნიციპალიტში იმყოფება, სადაც ადგილი აქვს დროებით სტაბილიზაციაში მყოფი, ძველი მეწყრული სხეულის გააქტიურებას, - ამის შესახებ განცხადებას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, აღნიშნულთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მოგვიანებით გახდება ცნობილი.

„გარდა ამისა, სააგენტოს სპეციალისტები მუნიციპალიტეტების მოთხოვნის საფუძველზე აგრძელებენ ქვეყნის მასშტაბით გააქტიურებული გეოლოგიური პროცესების შეფასებას. ამ ეტაპზე ჯგუფები იმყოფებიან სამცხე-ჯავახეთის, გურიისა და იმერეთის რეგიონებში, კერძოდ ადიგენის, ბორჯომის, ხონისა და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებში.

სააგენტოს სპეციალისტების მიერ შეფასდება საცხოვრებელი და საკარმიდამო ნაკვეთები, ასევე, ინფრასტრუქტურული ობიექტები და შემდგომი დამცავი, საპრევენციო ღონისძიებების გასატარებლად გაიცემა შესაბამისი რეკომენდაციები“,- ნათქვამია განცხადებაში.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა