დავით უსუფაშვილი NDI-ის სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრაზე - ამ ადამიანების ჩამოსვლით დასტურდება ჩვენი ბრალდებები - მათ დაინახეს, რომ საქართველოში სიტუაცია მძიმეა და 2 თვით ადრე ჩამოსვლას აზრი არ აქვს

აქ არიან ყოფილი მინისტრები, ყოფილი ელჩები და უმაღლესი თანამდებობის პირები, რომ მოიცალეს და არჩევნებამდე 9 თვით ადრე ჩამოვიდნენ. ამით დასტურდება ჩვენი ბრალდებები - დაინახეს, რომ საქართველოში სიტუაცია მძიმეა და 2 თვით ადრე ჩამოსვლას აზრი არ აქვს,- ამის შესახებ „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა NDI-ის სადამკვირვებლო მისიასთან შეხვედრის შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სტუმრები არიან ძალიან კომპეტენტური საქართველოში არსებულ პრობლემატიკასთან მიმართებაში.

„მათი კითხვები შეეხებოდა ისეთ დეტალებს, როგორიცაა როგორ ხერხდება და ახერხებს ხელისუფლება ოპოზიციურად განწყობილ ამომრჩეველზე ზეწოლას, რომ აქ გამოყენებულია ფართო სპექტრი საჯარო მოხელეების: ძალოვანი უწყებები, სკოლის დირექტორები, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოსახლეობის მონაცემთა ბაზა აქვთ, რომლითაც ოპერირებენ. ამასთან გასამკლავებლად საჭიროა ოპოზიციური ერთიანობა არჩევნებზე ამომრჩეველთა მობილიზების და ხმების დაცვის თვალსაზრისით. ჩვენ გავაცანით ჩვენი გეგმა, რომ შეიქმნას ამ არჩევნებზე სრულიად ოპოზიციური სამოქალაქო და არა პოლიტიკური ერთობა ხმების დასაცავად და სამართლიანი არჩევნების ჩასატარებლად.

სტუმრებს აინტერესებდათ, რა შეიძლება იყოს ვითარება არჩევნების შემდეგ, რას ველით. ჩვენ მათ ავუხსენით, ვინც იქ ვიყავით, ყველა განწყობილი ვართ, რომ საქართველოს მომავალი გადის კოალიციურ მთავრობაზე. ამით უნდა დამკვიდრდეს მრავალპარტიულობა და ამით გავხდეთ ევროპელები. სანამ ვაგრძელებთ იმ სისტემას, რაც გვქონდა 70 წლის განმავლობაში საბჭოთა იმპერიაში, სადაც მმართველი პარტიაა ყველა და ყველაფერი, არ აქვს მნიშვნელობა, რომელია ეს პარტია, ასეთ ვითარებაში ქვეყანა წინ ვერ წავა და სტუმრებს ეს კარგად ესმით.

ეს ხალხი მოცლილი კი არ არის?! აქ არიან ყოფილი მინისტრები, ყოფილი ელჩები და უმაღლესი თანამდებობის პირები, რომ მოიცალეს და არჩევნებამდე 9 თვით ადრე ჩამოვიდნენ, ამით დასტურდება ჩვენი ბრალდებები, რადგან მათ დაინახეს, რომ საქართველოში სიტუაცია მძიმეა და 2 თვით ადრე ჩამოსვლას აზრი არ აქვს. ცხადია, ჩვენ იმედი გვაქვს, რომ მათი მეთვალყურეობით, პრობლემები, რაც საქართველოშია, შემცირდება,“- განაცხადა უსუფაშვილმა.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია