გიდების ასოციაციის დამფუძნებელი - საქართველოში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქე გიდებმა ხშირ შემთხვევაში საქართველოს ისტორია არ იციან და ტურისტებს ფაქტებს დამახინჯებულად აწვდიან

საქართველოს გიდების ასოციაციის დამფუძნებლის, ქეთევან მელაძის განცხადებით, საქართველოში მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქე გიდებმა ხშირ შემთხვევაში, საქართველოს ისტორია არ იციან და ტურისტებს ფაქტებს დამახინჯებულად აწვდიან.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე პარლამენტში მიმდინარეობს „ტურიზმის შესახებ“ კანონპროექტის განხილვა, რომელიც ტურიზმის სფეროში არსებულ გამოწვევებს დაარეგულირებს.

როგორც მან აღნიშნა, იმის გასარკვევად, თუ რამდენად სწორად აწვდიან ინფორმაციას ტურისტებს გიდები, „ალბათ, შეიქმნება ტურისტული პოლიცია, როგორც ეს ბევრ ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთშია“.

„ვფიქრობ, კანონში ცვლილება შევა. ჩვენ მოთხოვნები უკვე დაყენებული გვაქვს. კანონპროექტზე 2-ჯერ შედგა შეხვედრა. სექტემბერში უკვე საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული. რასაკვირველია, არის ცვლილებები კანონში, ვინაიდან საქართველოში შემოსული სხვა ქვეყნის მოქალაქე გიდები ნამდვილად პრობლემას ქმნიან და ამასთან, ისინი არსად ფიქსირდებიან, ასევე, მათ საქართველოს ისტორია არც კი იციან. ისინი უბრალოდ გზამკვლევებით მიჰყვებიან {ჯგუფებს} და ამახინჯებენ ისტორიულ ფაქტებს, რაც საქართველოში შეიძლება გიდმა მოუთხროს. ეს საქართველოსთვის სერიოზული პრობლემაა. ამ პრობლემის აღმოფხვრას ჩვენ ვცდილობთ ზუსტად კანონში შეტანილი ცვლილებით. თუნდაც ის, რომ გიდმა აუცილებლად უნდა იცოდეს ქართული ენა გარკვეულ დონეზე. აუცილებელია ამ ჯგუფებს დახვდეს ის ქართველი ჯგუფები, რომლებიც შემდეგ გაუძღვებიან მათ ტურხელმძღვანელებთან ერთად“, - განაცხადა მელაძემ.

საქართველოს გიდების ასოციაციის პრეზიდენტის განმარტებით, თუ გიდს გამოცდა ჩაბარებული არ აქვს და არ ფლობს სერტიფიკატს, ისინი ასოციაციაში ვერ ხვდებიან. მისი განმარტებით, ამ ეტაპზე ასოციაციაში 300-მდე წევრია.

სტეპან გრიგორიანი - რბილად რომ ვთქვათ, ამერიკას, სომხეთსა და აზერბაიჯანს სამხრეთ კავკასიიდან რუსეთი გაჰყავთ
ქართული პრესის მიმოხილვა 09.02.2026
12-საათიანი საიმედო დაცვის მქონე პრემიუმ ხარისხის ბავშვის საფენები „რასკალსი“ (Rascals) უკვე PSP-შია
ფოთის პორტში ბელგიიდან 30 000 ტონა ბენზინით დატვირთული ტანკერი შემოვიდა
SMH Global-ისა და Setanta Sports Eurasia-ს პარტნიორობა უზბეკეთში 2030 წლამდე გახანგრძლივდა
ვაინ კახეთი ქართულ ღვინოს პარიზის საერთაშორისო გამოფენაზე წარადგენს
რობოტული ქირურგია ინოვას სამედიცინო ცენტრში - ინოვაციური ქირურგიის ახალი ეტაპი საქართველოში