ზურაბ ჭიაბერაშვილი ევროპარლამენტარების ხელმოწერებზე - არ არის გასაკვირი, რომ ჩვენი გულშემატკივრები ითხოვენ პოლიტიკური დევნის დასრულებას - ვნახავთ პარტნიორების არაერთ მცდელობას, რომ პრეზიდენტმა დაასრულოს პოლიტიკური დევნა

მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური პატიმრობა არის ერთ-ერთი ძირითადი წინაღობა იმისა, რომ საქართველოში ჩატარდეს მეტ-ნაკლებად დემოკრატიული არჩევნები, - ასე შეაფასა პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ საერთაშორისო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა გავრცელებული ინფორმაცია, თითქოს ევროპარლამენტარები აგროვებენ ხმებს იმისთვის, რომ პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა მიხეილ სააკაშვილი შეიწყალოს.

ჭიაბერაშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა წინაღობაა, რომ არჩევნებზე თავისუფალი და კონკურენტული გარემო იყოს.

„შესაბამისად, ეს წინაღობა არის თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის, რომელმაც გზა უნდა გაუხსნას ხელისუფლების ცვლილებას და საბოლოდ, ჩვენი ხალხის ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლას მომავალში. ეს პირველ რიგში, ძალიან კარგად ესმით ჩვენს მოქალაქეებს, აბსოლუტური უმრავლესობა მხარს უჭერს პოლიტიკური დევნის დასრულებას და მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას. რა თქმა უნდა, ესმით ჩვენ საერთაშორისო პარტნიორებს. აქედან გამომდინარე, არ არის გასაკვირი, რომ საქართველოს ყველა გულშემატკივარი ითხოვს საქართველოში პოლიტიკური დევნის დასრულებას და რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილმა ეს პოლიტიკური დევნა უნდა დაასრულოს“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

დამაზუსტებელ კითხვაზე, აქვს თუ არა მას ინფორმაცია, რომ ევროპარლამენტარები ხელმოწერებს აგროვებენ, ჭიაბერაშვილმა უპასუხა:

„ჩვენ მომდევნო თვეების განმავლობაში ვნახავთ არაერთ მცდელობას ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან, რომელიც მიმართული იქნება იმისკენ, რომ სალომე ზურაბიშვილმა გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური უფლება და დაასრულოს ქვეყანაში პოლიტიკური დევნა“, - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნება“ ახალი პოლიტიკური სეზონის წინ ცუდ ფორმაშია იმ გაგებით, რომ პარტია გადაიქცა აპარატად, რომელიც ერთ ადამიანზე დგას და, როგორც ღარიბაშვილის საქმემ აჩვენა, შიგნით ბოლომდე ჩამპალია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.09.2026
პროკრედიტ ბიზნესი: თბილისში ახალი სპორტული სივრცე Hubs-ი გაიხსნა
სოკარ ჯორჯია პეტროლეუმმა SOCAR Group-ის შემადგენლობაში შემავალი Italiana Petroli-სგან იტალიური ბენზინის პირველი პარტია შემოიტანა
წინანდლის მამული კლასიკური მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის მერვე სეზონს მასპინძლობს
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი 3 სექტემბერს იხსნება — პრესკონფერენცია წინანდალში
წინანდლის ფესტივალის მერვე სეზონი გაიხნა - სილქნეტი ფესტივალის უწყვეტი წარმდგენი