რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზის მოწყობა გრძელდება

დედაქალაქის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანთან ერთად, რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელი საბაგირო გზის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო. ინფორმაციას მერიის პრესსამსახური ავრცელებს.

მათი ინფორმაციით, პროექტი 2022 წლის სექტემბერში დაიწყო და მისი დასრულება მიმდინარე წლის ზაფხულში იგეგმება.

„საბაგირო გზაზე დასრულებულია ანძების მონტაჟი და ზედა სადგურის კონსტრუქციის მოწყობა. ამ ეტაპისათვის მიმდინარეობს ქვედა სადგურის ბაქნის მოწყობისა და გადახურვის სამუშაოები, უახლოეს მომავალში დაიწყება ელექტროსამონტაჟო სამუშაოები და ბაგირის გაჭიმვის პროცესი“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

„ძალიან მაგარი პროექტი ხორციელდება. ეს არის ახალი საბაგირო, რომელიც რუსთაველის მეტროს მიმდებარე ტერიტორიას დააკავშირებს მთაწმინდასთან. სამუშაოები ზაფხულის ბოლოსთვის დასრულებული უნდა იყოს. ხუთივე საყრდენი დაყენებულია. მომდევნო დღეების განმავლობაში გაიჭიმება ბაგირები. გარდა ამისა, პარალელურად მიმდინარეობს მიმღები სადგურების სარემონტო სამუშაოები. ძალიან კარგია, როგორ ტურისტული თვალსაზრისით, ასევე ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, რადგან რუსთაველიდან მთაწმინდაზე საბაგიროთი ასვლა 4 წუთში იქნება შესაძლებელი. საათში დაახლოებით 1 200 მგზავრი შეძლებს გადაადგილებას. ძალიან მიხარია, რომ ჩვენს ქალაქში ეს ისტორიული პროექტი აღდგა“, - განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერიის ცნობით, პროექტს გაეცნენ საქართველოს პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ბექა ოდიშარია და ზურაბ აბაშიძე, ასევე, მთაწმინდის რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე.

„რუსთაველის გამზირისა და მთაწმინდის პარკის დამაკავშირებელ საბაგირო გზაზე იმოძრავებს 21 გონდოლა, გზის დაფარვის საშუალო სიჩარე იქნება 4.07 წუთი, მარშრუტის სიგრძე კი - 845,55 მ.

პროექტის ჯამური ღირებულება შეადგენს 50 მლნ ლარს. რეაბილიტაციის შემდეგ, საბაგირო გზა სამართავად „მთაწმინდის პარკს“ გადაეცემა. საბაგირო გზის სარეაბილიტაციო-სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს შპს „დაგი“, ხოლო საინჟინრო-ტექნოლოგიურ სამუშაოებს - კომპანია „დოპელმაიერი“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია