კახა კალაძე - ირაკლი კობახიძის განცხადებებს ქვეყნის და ჩვენი მოსახლეობის ინტერესების დაცვა ჰქვია

ირაკლი კობახიძის განცხადებებს არა ანტიდასავლური, არამედ ქვეყნის ინტერესების დაცვა ჰქვია, რაც ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ინტერესების დაცვაა, - ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ კითხვის საპასუხოდ განაცხადა, თუ რამდენად შედეგიანი იქნება პრემიერის ვიზიტი ბრიუსელში, მაშინ როდესაც ის „ანტიდასავლური განცხადებებით გამოირჩევა“.

კალაძის განმარტებით, „ქართული ოცნების“ გუნდის საერთო პოზიციაა, რომ არავის მიეცეს ქვეყნის შიდა საქმეებში უხეში ჩარევის შესაძლებლობა.

„ესაა ჩვენი გუნდის პოზიცია და ყოველთვის ეს კურსი იქნება გატარებული. საქართველოს ინტერესს ყოველთვის დავიცავთ და ქვეყნის აბუჩად აგდების უფლებას არავის მივცემთ. შეიძლება ვიღაც ჩვენზე დიდი ქვეყნის წარმომადგენელი იყოს, ჩვენზე დიდი ეკონომიკის, ჩვენზე ძლიერი, მაგრამ ჩვენს სამშობლოს თავში წამოარტყას და აბუჩად აიგდოს, ამის საშუალებას მათ ირაკლი კობახიძე არ მისცემს და, რა თქმა უნდა, პრემიერ-მინისტრის რანგში ყველა პლატფორმას გამოიყენებს. ამის საშუალებას მათ არც ჩვენი გუნდის თითოეული წევრი მისცემს, დაწყებული რიგითი ჯარისკაციდან“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია