შავი ზღვის აუზის წევრი ქვეყნების მეცნიერებათა აკადემიების პრეზიდენტების პირველი შეხვედრა თურქეთის წამყვანი უნივერსიტეტების რექტორების მონაწილეობით გაიმართა

შავი ზღვის ქვეყნების ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის ინიციატივით, ქალაქ სტამბოლში 14-15 თებერვალს ჩატარდა წევრი ქვეყნების მეცნიერებათა აკადემიების პრეზიდენტებისა და თურქეთის წამყვანი უნივერსიტეტების რექტორთა პირველი შეხვედრა. მეცნიერებათა აკადემიის ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს PABSEC-ის თავჯდომარის მოადგილემ, თურქეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ფატიხ დონეზმა, გენერალურმა მდივანმა ასაფ ჰაჯიევმა, გენერალური მდივნის პირველმა მოადგილემ მერვე საფა კავაკჩიმ და თურქეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს, მოლდოვას, ჩრდილოეთ მაკედონიის, რუმინეთის, ბულგარეთის, უკრაინის მეცნიერებათა აკადემიების და შავი ზღვის უნივერსიტეტების ქსელის დელეგაციებმა.

შეხვედრაში მონაწილეობდა საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დელეგაცია პრეზიდენტ როინ მეტრეველის ხელმძღვანელობით და ვიცე-პრეზიდენტ რამაზ ხუროძის მონაწილეობით.

„მოისმინეს მონაწილე ქვეყნის წარმომადგენელთა ვრცელი ინფორმაცია მათი ქვეყნების ეკონომიკის, განათლების, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების თაობაზე, სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივებზე, აქტივიზაციის ერთობლივი მრავალმხრივი ინოვაციური, საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროექტების კვლევითი ცენტრების, ციფრული განათლების ფორმატების დანერგვის, მონაცემთა ბაზებთან თავისუფალი წვდომის, განათლებისა და მეცნიერების სფეროში საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში ჩართულობის მიმართულებით. აღინიშნა, რომ მონაწილე ქვეყნების აკადემიებისა და უნივერსიტეტების თანამშრომლობა ხელს შეუწყობს, გაერთიანებული ძალისხმევით, ეფექტურად გადაიჭრას თანამედროვე მძაფრი გამოწვევებით განპირობებული, პრობლემებზე ორიენტირებული ინოვაციური სამეცნიერო-ტექნიკური კომპლექსური ამოცანები.

ფორუმის გახსნაზე და მიმდინარეობისას, მონაწილეებს სიტყვით მიმართა აკადემიკოსმა როინ მეტრეველმა. მან საზოგადოებას გააცნო საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ფუნქციებისა და მოვალეობების სრული სპექტრი, დაადასტურა BSEC-ის წევრი ქვეყნების წამყვან კვლევით და საგანმანათლებლო ორგანიზაციებთან თანამშრომლობის მზაობა, რეგიონის წინაშე მდგარი ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გადაჭრის მიმართულებით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

„BSEC-მა რეგიონული თანამშრომლობის წარმატებული, შთამბეჭდავი მაგალითები მოგვცა, რომელთა შორის უაღრესად მნიშვნელოვანია ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის, ბაქო-თბილისი-სუფსის, ბაქო-თბილისი-ერზერუმის პროექტებს ენერგეტიკისა და ტრანსპორტის სფეროებში, ასევე, რკინიგზის პროექტს ბაქო-თბილისი-ყარსს, რომელთა რეალიზაციაში დიდი წვლილი აქვს მიღწევებს შესაბამის დარგებში. BSEC-ს აქვს დიდი პოტენციალი ურთიერთმომგებიანი რეგიონული კვლევითი პროექტების განხორციელებაში. ყველასათვის ცნობილია, რომ BSEC-ის წევრი ქვეყნები დგანან საერთო გამოწვევების წინაშე და სამეცნიერო-საგანმანათლებლო რესურსების ინტეგრაციას მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს მათი დაძლევის გეგმაში“,-განაცხადა მან.

„ფორუმის მონაწილეთა შორის გაიმართა საქმიანი დისკუსია პარტრიონული ურთიერთობის აქტიურად წარმართვის მიზნით თანამედროვე საინფორმაციო-კომუნიკაციური ქსელების ეფექტურად გამოყენების თაობაზე.

BSEC-ის წევრი ქვეყნების მეცნიერებათა აკადემიების პრეზიდენტების შემდეგი შეხვედრა ასეთ ფორმატში, 2025 წელს თურქეთში, სტამბოლის უნივერსიტეტისა და BSUN-ის პატრონაჟით გაიმართება“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

პაატა ცაგარეიშვილი - თურქეთი რეგიონში იკავებს დომინანტურ მდგომარეობას და მას მარტივად შეეძლება, სამხრეთ კავკასიის სამივე ქვეყნისთვის მისთვის სასურველი ტარიფების შეთავაზებით, კონკურენტუნარიანი გადაზიდვის მიმართულება შეარჩიოს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2026
კამპანია „ჩიტებს ფრენა არ ავიწყდებათ“ - KIAF-ის გრან-პრისა და 9 ჯილდოს მფლობელი გახდა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
„Biograpi Living“ დეველოპერულ ბაზარზე ოპერირების 3 წელს აღნიშნავს და 5 ახალ პროექტს აანონსებს
„გამარჯვება გაზიარებით იწყება“ – „სოკარმა“ ახალი მასშტაბური გათამაშება დაიწყო
„ორიენტირი ლისი“ - ახალი ბუტიკური უბანი ლისის ტბიდან 300 მეტრში
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია