„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ყარადაღ-თბილისის მ/გ-ზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ყარადაღ-თბილისის მაგისტრალურ გაზსადენზე სარემონტო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნულთან დაკავშირებით ინფორმაციას „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ავრცელებს.

მათი ცნობით, შპს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია“ ყარადაღ-თბილისის მაგისტრალური გაზსადენის გაჩიანის გაზგამანაწილებელი სადგურის განშტოებაზე აღმოჩენილი გაჟონვის სალიკვიდაციო სამუშაოებს განახორციელებს. აღნიშნული ვითარების გათვალისწინებით, მ/წ 21 თებერვლის 08:00-დან 17:00-საათამდე ბუნებრივი გაზის მიწოდება შეუწყდებათ შპს „ნასა+“-ისა (სოფელი გამარჯვება) და შპს „ახალი სამგორის“ გაზგამანაწილებელი სადგურების მომხმარებლებს, ასევე გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ ფოლადაანთკარს.

ბუნებრივი გაზის მიწოდება გამორთულ გაზგამანაწილებელ სადგურში სამუშაოების დასრულებისთანავე აღდგება, ხოლო მოსახლეობისთვის ბუნებრივი გაზის მიწოდებას შესაბამისი გაზგამანაწილებელი კომპანია ეტაპობრივად განახორციელებს.

ვიტალი ბალა - პრობლემა ისაა, რომ ზელენსკის მიმართ ნდობა ეცემა, რჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლების წარმომადგენლები სამხრედროებს უფრო ხელს უშლიდნენ, ვიდრე ეხმარებოდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 24.08.2026
Skillwill-ში პროფესიულ სადიპლომო პროგრამებზე წინასწარი რეგისტრაცია მიმდინარეობს
„დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ იანვარ-აგვისტოს საქმიანობა