ალექსანდრე ლუკაშენკო - ბელარუსს ომი არ სჭირდება, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ქვეყანა ომისთვის მზად უნდა იყოს.

„ბელარუსს ომი არ სჭირდება, მაგრამ მზად უნდა ვიყოთ ამისთვის როგორც მენტალურად, ასევე სტრატეგიულად“, - განაცხადა ლუკაშენკომ ეროვნული უსაფრთხოების სისტემის სამთავრობო ორგანოების ხელმძღვანელობასთან შეხვედრაზე.

მისი თქმით, ილუზიები გლობალური კონფლიქტის დიპლომატიური გზით მოგვარების შესაძლებლობის შესახებ უნდა უკუაგდონ, რადგან კოლექტიური დასავლეთის დამოკიდებულება არის ის, რომ „ვინც მათთან არ არის, ძალით წაიყვანენ“.

„დღეს უაღრესად მნიშვნელოვანია სიტუაციის რეალურად შეფასება და პროაქტიულად მოქმედება, შეცდომები მიუღებელია“, - განაცხადა ბელარუსის ლიდერმა.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია