ფინანსთა მინისტრის ანგარიში - 2023 წელს, საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო 2 502 სისხლის სამართლის საქმეზე - სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1 603 პირის მიმართ

2023 წელს, საგამოძიებო სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტში გამოძიება დაიწყო 2 502 სისხლის სამართლის საქმეზე - სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 1 603 პირის მიმართ, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დარიცხულმა თანხამ 379 მილიონ ლარს გადააჭარბა, ხოლო სახელმწიფო ბიუჯეტში მობილიზებულ იქნა 130 მილიონ ლარზე მეტი, - ამის შესახებ პარლამენტის ვებ-გვერდზე განთავსებულ დოკუმენტშია აღნიშნული, რომლითაც ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი საკანონმდებლო ორგანოს წინაშე „მინისტრის საათის“ ფორმატში 21 თებერვალს უნდა წარდგეს.

როგორც ანგარიშში წერია, „დაყადაღებული უძრავი ქონების სავარაუდო ღირებულება 147 ლარს აჭარბებს“.

„დაყადაღებული უძრავი ქონების სავარაუდო ღირებულება 147 ლარს აჭარბებს, მათ შორის, მიწის ნაკვეთების ღირებულებაა 71 მილიონი ლარი, ხოლო სხვა უძრავი ქონების ღირებულება (ბინა, ავტოსადგომი, დამხმარე ფართი, კომერციული ფართი, საოფისე ფართი და ა.შ.) - 76 მილიონ ლარს აჭარბებს; დაყადაღებული მოძრავი ქონების სავარაუდო ღირებულება 9 მილიონ ლარზე მეტია, ხოლო ანგარიშებზე დაყადაღებული თანხების რაოდენობა 7 მილიონ ლარამდეა; 2023 წელს ჩამორთმეულ იქნა: 2 მილიონზე მეტი ღირებულების 66 კილოგრამზე მეტი ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები; 4 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 138 047 კვ.მ. მიწის ნაკვეთი; 3 მილიონზე მეტი ღირებულების 655 868 კოლოფი უაქციზო თამბაქოს ნაწარმი (სიგარეტი, ელექტრო სიგარეტი, საღეჭი თამბაქო); 3 ერთეული სატრანსპორტო საშუალება; საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის ეფექტიანობის ზრდისა და ამავდროულად ანალიტიკური შესაძლებლობების სრულყოფისა და რისკების შეფასების ეფექტიანი სისტემის ოპერატიულად დანერგვის მიზნით, განხორციელდა სამსახურის საჭიროებაზე მორგებული წამყვანი მულტინაციონალური ანალიტიკური კომპანია SAS-ის სპეციალური ანალიტიკური პროგრამული უზრუნველყოფის შეძენა“,- ნათქვამია დოკუმენტში.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიციას აუცილებლად უნდა ჰყავდეს მკვეთრად გამოხატული ერთი ლიდერი და ეს ლიდერი პოლიტიკაში შედარებით ახალი ფიგურა უნდა იყოს - სუფთა ხელებით, შეულახავი რეპუტაციით
ქართული პრესის მიმოხილვა 16.04.2026
WhiteBIT საქართველომ, ეროვნული ბანკისგან ბროკერის ლიცენზია მოიპოვა
„მეტროპოლ ლისი“ - ცხოვრება, როგორც დასვენება და სახლი, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე
„თეთრმა კვადრატმა“ პროექტების განვითარებისთვის 8 მილიონი აშშ დოლარი მოიზიდა
PSP-ში K-Beauty გათამაშებაში 1000 პრიზთან ერთად შეგიძლიათ მოიგოთ სამოგზაურო ტური სამხრეთ კორეაში
„მაკდონალდს საქართველომ“ ბიზნესის და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან (BTU) ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა
თიბისის მხარდაჭერით თბილისის წიგნის ბაზრობა გაიმართება
#აჩუქეწიგნი, ჩაერთე კამპანიაში და იპოვე შენთვის საყვარელი ადამიანის მიერ დაწერილი პერსონალური წერილი „ბიბლუსის“ მაღაზიებში