ფინანსთა მინისტრის ანგარიში - 2023 წელს საგადასახადო დავების განხილვის საბჭოში 2872 საჩივარი შევიდა, ჩატარებულია 73 სხდომა, განხილულია 2400-ზე მეტი საჩივარი, საიდანაც დაახლოებით 30%, სრულად ან ნაწილობრივ გადაწყდა მომჩივნის სასარგებლოდ

2023 წელს საგადასახადო დავების განხილვის საბჭოში 2872 საჩივარი შევიდა, ჩატარებულია 73 სხდომა, განხილულია 2400-ზე მეტი საჩივარი, საიდანაც დაახლოებით 30%, სრულად ან ნაწილობრივ გადაწყდა მომჩივნის სასარგებლოდ, - ამის შესახებ პარლამენტის ვებ-გვერდზე განთავსებულ დოკუმენტშია აღნიშნული, რომლითაც ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი საკანონმდებლო ორგანოს წინაშე „მინისტრის საათის“ ფორმატში 21 თებერვალს უნდა წარდგეს.

ანგარიშის თანახმად, შემცისრებულია საჩივრის განხილვის ვადები.

„მნიშვნელოვანია, რომ საჩივრების განხილვა ხორციელდება დავის განხილვისთვის დადგენილი ვადების დაცვით და წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად არის შემცირებული საჩივრის წარმოდგენიდან, გადაწყვეტილების მიღებამდე დროის ხანგრძლივობა“,- ნათქვამია ანგარიშში.

ვახტანგ ძაბირაძე - როგორც ჩანს, ივანიშვილი არა მარტო საკუთარ ამომრჩეველს და ვერტიკალს აკონტროლებს, არამედ ოპოზიციური სპექტრის გარკვეული ძალების ნაწილსაც
გიორგი კობერიძე - მოსკოვის სიტყვას ფასი არ აქვს, თუ მას ზურგს არ უმაგრებს უხეში ძალა და შეკავების რეალური მექანიზმები
ქართული პრესის მიმოხილვა 31.08.2026
Samsung Galaxy S26 FE - აქცენტი იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია